Facebook Twitter
sakasacio sasamarTlo mocemuli saqmis masalebis Seswavlis Sedegad miiCnevs, rom Sps `geo-filtris~ warmomadgenel ivliane korkelias kerZo saCivari unda darCes ganuxilvelad Semdeg garemoebaTa gamo:

საქმე №ას-762-723-2013 19 სექტემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „გ. მ-ის“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განჩინებაზე, განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ. მ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სს „ბ. კ-ამ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სს „ბ. კ-ას“ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ცნობილ იქნა შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას.

2013 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასმართლოს განცხადებით მიმართა შპს „გ. მ-მა“ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით შპს „გ. მ-ის“ განცხადება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ რომ არნიშნული განჩინება არ საჩივრდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შემოიტანა შპს „გ. მ-ის“ წარმომადგენელმა ი. ხ-მა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებსიმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, შპს „გ. მ-ი“ კერძო საჩივრით არ მოითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუმებას, თუმცა განსახილველი დავის არსი სწორედ ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლებაა და, ვინაიდან, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი განიხილოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ გადაწყვეტილების ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების კანონიერების საკითხი, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებითვე განემარტა მხარეს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განჩინების კანონიერების შემოწმების ნაწილში შპს „გ. მ-ის“ კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 35612 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „გ. მ-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე