საქმე # ა-2179-შ-50-2013 13 სექტემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ზ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ თურქეთის რესპუბილიკის მარმარისის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თურქეთის რესპუბილიკის მარმარისის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ა-ი და ფ. ი-ი განქორწინდნენ. აღნიშნულის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 8 ნოემბერს და შუამდგომლობის ავტორის განამარტებით, აღსრულებულია თურქეთში.
ზ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თურქეთის რესპუბილიკის მარმარისის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით ზ. ა-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბილიკის მარმარისის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ზ. ა-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბილიკის მარმარისის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბილიკის მარმარისის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ა-ი და ფ. ი-ი განქორწინდნენ. აღნიშნულის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 8 ნოემბერს და შუამდგომლობის ავტორის განამარტებით, აღსრულებულია თურქეთში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, თურქეთის რესპუბილიკის მარმარისის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ა-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბილიკის მარმარისის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბილიკის მარმარისის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ა-ი და ფ. ი-ი განქორწინდნენ.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე