საქმე # ა-2288-შ-53-2013 13 სექტემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ქ. ა-ი
წარმომადგენელი – ნ. ე-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ გერმანიის კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა კემპტენის მმაჩის ბიუროში ქ. ა-სა და ა. ა-ს შორის 2006 წლის 14 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო ნომრით (166/2006). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 19 ივლისს და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია გერმანიაში.
ქ. ა-ის წარმომადგენელმა ნ. ე-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 19 ივლისის განჩინებით ქ. ა-ის წარმომადგენელ ნ. ე-ის შუამდგომლობა გერმანიის კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ქ. ა-ის წარმომადგენელ ნ. ე-ის შუამდგომლობა გერმანიის კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა კემპტენის მმაჩის ბიუროში ქ. ა-სა და ა. ა-ს შორის 2006 წლის 14 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო ნომრით (166/2006). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 19 ივლისს და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია გერმანიაში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ა-ის წარმომადგენელ ნ. ე-ის შუამდგომლობა გერმანიის კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კემპტენის (ალგოი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა კემპტენის მმაჩის ბიუროში ქ. ა-სა და ა. ა-ს შორის 2006 წლის 14 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო ნომრით (166/2006).
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე