№ა-2454-შ-56-2013 18 სექტემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს. ი. ვ-რ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის შვანდორფის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის შვანდორფის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ 2009 წლის 9 მაისს მაქსჰუტტე-ჰაიდჰოფის მმაჩის ბიურის ოფიცრის წინაშე დაქორწინებული (ქორწინების რეგისტრაციის № E9/2009) მეუღლეები: ლ-ი მ. და ვ-რ მ. ს. ი.ი.
მ. ლ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით მ. ლ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის შვანდორფის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ 2009 წლის 9 მაისს მაქსჰუტტე-ჰაიდჰოფის მმაჩის ბიურის ოფიცრის წინაშე დაქორწინებული (ქორწინების რეგისტრაციის № E9/2009) მეუღლეები: ლ-ი მ. და ვ-რ მ. ს. ი.ი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, გერმანიის შვანდორფის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ 2009 წლის 9 მაისს მაქსჰუტტე-ჰაიდჰოფის მმაჩის ბიურის ოფიცრის წინაშე დაქორწინებული (ქორწინების რეგისტრაციის № E9/2009) მეუღლეები: ლ-ი მ. და ვ-რ მ. ს. ი.ი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ლ-ის შუამდგომლობა გერმანიის შვანდორფის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის შვანდორფის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ 2009 წლის 9 მაისს მაქსჰუტტე-ჰაიდჰოფის მმაჩის ბიურის ოფიცრის წინაშე დაქორწინებული (ქორწინების რეგისტრაციის № E9/2009) მეუღლეები: ლ-ი მ. და ვ-რ მ. ს. ი.ი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე