Facebook Twitter

საქმე №ა-1114-შ-22-2013 1 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - დ. ბ-ი

წარმომადგენელი - გ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა- ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ა- ბ-სა და დ. ბ-ის ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდა, მეუღლეებს შორის არსებული ქორწინება შეწყვეტილად გამოცხადდა, აღიარებულ იქნა განმცხადებლების 2008 წლის 27 მაისს შედგენილი შეთანხმება, რომლითაც დარეგულირებულია არასრულწლოვანი შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის საკითხი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ. ბ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობაზე დართული სასამართლო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლით დადგენილია, რომ მხარეები საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ (ჰყავდათ საერთო წარმომადგენელი, წარადგინეს ერთობლივი განცხადება და სხვა), ირკვევა, რომ სამოქალაქო ქორწინება შედგა საქართველოში, ქ.თბილისში, საქმეში წარმოდგენილი მხარეთა პასპორტის ასლებით დადასტურებულია ისიც, რომ დ. და ა- ბ-ი საქართველოს მოქალაქეები არიან. შუამდგომლობას ასევე ერთვის მხარეთა რწმუნებულის მიმართვა საქმის განმხილველი სასამართლოსადმი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე წარმოდგენილია სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული, ხოლო დ.ბ-ის წარმომადგენლის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით დ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ა- ბ-სა და დ. ბ-ის ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდა, მეუღლეებს შორის არსებული ქორწინება შეწყვეტილად გამოცხადდა, აღიარებულ იქნა განმცხადებლების 2008 წლის 27 მაისს შედგენილი შეთანხმება, რომლითაც დარეგულირებულია არასრულწლოვანი შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის საკითხი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ. ბ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობაზე დართული სასამართლო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლით დადგენილია, რომ მხარეები საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ (ჰყავდათ საერთო წარმომადგენელი, წარადგინეს ერთობლივი განცხადება და სხვა), ირკვევა, რომ სამოქალაქო ქორწინება შედგა საქართველოში, ქ.თბილისში, საქმეში წარმოდგენილი მხარეთა პასპორტის ასლებით დადასტურებულია ისიც, რომ დ. და ა- ბ-ი საქართველოს მოქალაქეები არიან. შუამდგომლობას ასევე ერთვის მხარეთა რწმუნებულის მიმართვა საქმის განმხილველი სასამართლოსადმი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე წარმოდგენილია სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული, ხოლო დ.ბ-ის წარმომადგენლის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილი უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება დ. ბ-სა და ა-ბ-ის განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ.თოდრია

პ. ქათამაძე