საქმე №ა-2013-შ-46-2013 1 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ი. რ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. რ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. რ-ის სარჩელი ჯ. რ-ის მიმართ სრულად დაკმაყოფილდა, 1997 წლის 25 აგვისტოს, საქართველოში დაბადებულ, საქართველოს მოქალაქე ჯ. რ-ს, მომუშავეს, ი. რ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... მაისს დაბადებული ა. რ-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 1/4, მაგრამ არანაკლებ შვილის ასაკის გათვალისწინებით საარსებო მინიმუმის 30%-ისა 2010 წლის 4 ნოემბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი და დადგინდა ერთი თვის ალიმენტის დაუყოვნებლივ ანაზღაურება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. რ-მა და მოითხოვა 2010 წლის 4 ნოემბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და ცნობებით ირკვევა, რომ უკრაინის ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 11 დეკემბერს და ექვემდებარება აღსრულებას, გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე ნაწილობრივ აღსრულებულია და ვალდებულება განისაზღვრება 2013 წლის 16 აპრილიდან, მოპასუხე ჯ. რ-ი დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით, თუმცა საქმის განხილვაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით ი. რ-ის შუამდგომლობა 2010 წლის 4 ნოემბრიდან 2013 წლის 16 აპრილამდე ჯ. რ-ის დაკისრებული ალიმენტის ნაწილში უკრაინის ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ნაწილში დარჩა განუხილველად მხარის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, ხოლო ჯ. რ-ის 2013 წლის 16 აპრილიდან დაკისრებული ალიმენტის ნაწილში უკრაინის ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. რ-ის სარჩელი ჯ. რ-ის მიმართ სრულად დაკმაყოფილდა, 1997 წლის 25 აგვისტოს, საქართველოში დაბადებულ, საქართველოს მოქალაქე ჯ. რ-ს, მომუშავეს, ი. რ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... მაისს დაბადებული ა. რ-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 1/4, მაგრამ არანაკლებ შვილის ასაკის გათვალისწინებით საარსებო მინიმუმის 30%-ისა 2010 წლის 4 ნოემბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი და დადგინდა ერთი თვის ალიმენტის დაუყოვნებლივ ანაზღაურება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. რ-მა და მოითხოვა 2010 წლის 4 ნოემბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და ცნობებით ირკვევა, რომ უკრაინის ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 11 დეკემბერს და ექვემდებარება აღსრულებას, გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე ნაწილობრივ აღსრულებულია და ვალდებულება განისაზღვრება 2013 წლის 16 აპრილიდან, მოპასუხე ჯ. რ-ი დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით, თუმცა საქმის განხილვაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს არც გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია.
ამდენად, უკრაინის ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯ. რ-ის 2013 წლის 16 აპრილიდან ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილი უნდა იქნეს და მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. რ-ის შუამდგომლობა ჯ. რ-ის 2013 წლის 16 აპრილიდან ალიმენტის დაკისრების ნაწილში უკრაინის ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. უკრაინის ლუგანსკის ოლქის პოპასნიანსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯ. რ-ის ი. რ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 16 აპრილიდან შვილის სრულწლოვანებამდე არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... მაისს დაბადებული ა. რ-ის სარჩენად ალიმენტის – ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის, მაგრამ არანაკლებ შვილის ასაკის გათვალისწინებით საარსებო მინიმუმის 30%-ის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე