Facebook Twitter

№ა-2187-შ-51-2013 7 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ს-უ

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ე. ს.ასული

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის ქ.ქსანთის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების ნომერი 89/2005) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საბერძნეთის ქ.ქსანთის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ი. ასული ს-უს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს – ხ. ე. ს. ა-ს ჩამოერთვა მშობლის უფლებები თავისი არასრულწლოვანი შვილების: ხ. და გ. ს-ის მიმართ; ზემოაღნიშნული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლის უფლებები დაეკისრა მოსარჩელეს.

გ. ს-უმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განჩინებით გ. ს-უს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ გ. ს-უს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საბერძნეთის ქ.ქსანთის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების ნომერი 89/2005) გ. ი. ასული ს-უს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს – ხ. ე. ს. ა-ს ჩამოერთვა მშობლის უფლებები თავისი არასრულწლოვანი შვილების: ხ. და გ. ს-ის მიმართ; ზემოაღნიშნული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლის უფლებები დაეკისრა მოსარჩელეს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, საბერძნეთის ქ.ქსანთის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ი. ასული ს-უს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს – ხ. ე. ს. ა-ს ჩამოერთვა მშობლის უფლებები თავისი არასრულწლოვანი შვილების: ხ. და გ. ს-ის მიმართ, ზემოაღნიშნული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლის უფლებები დაეკისრა მოსარჩელეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ი. ასული ს-უს შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ქსანთის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ქ.ქსანთის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების ნომერი 89/2005), რომლითაც გ. ი. ასული ს-უს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს – ხ. ე. ს. ა-ს ჩამოერთვა მშობლის უფლებები თავისი არასრულწლოვანი შვილების: ხ. და გ. ს-ის მიმართ, ზემოაღნიშნული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლის უფლებები დაეკისრა მოსარჩელეს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე