№ა-2342-შ-54-2013 28 ოქტომბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. თ. დ-ან
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყეტილების (გადაწყვეტილების № 2006/1214, ძირითადი №2006/620) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების № 2006/1214, ძირითადი №2006/620) განქორწინდნენ მოპასუხე ჯ. თ. დ-ან (რეესტრში რეგისტრირებული: ქ.სივასი, კ. რაიონი, სოფელი დ-ი, ტომი №48, სვეტი №54, მამის სახელი – ფ., დედის სახელი – ფ., დაბადებული – …, თ/რ პირადი №…) და მოსარჩელე თ. რ-ე (რეესტრში რეგისტრირებული იმავე მისამართზე, საქართველოს მოქალაქე, მამის სახელი – ა., დედის სახელი – მ., დაბადებული – …წ.).
თ. რ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება დასახელებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინებით თ. რ-ეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყეტილების (გადაწყვეტილების № 2006/1214, ძირითადი №2006/620) აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
2013 წლის 24 ივლისს თ. რ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, სადავ დააზუსტა, რომ იგი მოითხოვდა ანკარის შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ თ. რ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების № 2006/1214, ძირითადი №2006/620) განქორწინდნენ მოპასუხე ჯ. თ. დ-ან (რეესტრში რეგისტრირებული: ქ.სივასი, კ. რაიონი, სოფელი დ-ი, ტომი №48, სვეტი №54, მამის სახელი – ფ., დედის სახელი – ფ., დაბადებული – …, თ/რ პირადი №…) და მოსარჩელე თ. რ-ე (რეესტრში რეგისტრირებული იმავე მისამართზე, საქართველოს მოქალაქე, მამის სახელი – ა., დედის სახელი – მ., დაბადებული – …წ.).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების № 2006/1214, ძირითადი №2006/620) იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ მოპასუხე ჯ. თ. დ-ან (რეესტრში რეგისტრირებული: ქ.სივასი, კ. რაიონი, სოფელი დ-ი, ტომი №48, სვეტი №54, მამის სახელი – ფ., დედის სახელი – ფ., დაბადებული …, თ/რ პირადი №…) და მოსარჩელე თ. რ-ე (რეესტრში რეგისტრირებული იმავე მისამართზე, საქართველოს მოქალაქე, მამის სახელი – ა., დედის სახელი – მ., დაბადებული – …წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. რ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების № 2006/1214, ძირითადი №2006/620) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-8 საოჯახო სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების № 2006/1214, ძირითადი №2006/620) იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ მოპასუხე ჯ. თ. დ-ან (რეესტრში რეგისტრირებული: ქ.სივასი, კ. რაიონი, სოფელი დ-ი, ტომი №48, სვეტი №54, მამის სახელი – ფ., დედის სახელი – ფ., დაბადებული – …, თ/რ პირადი №…) და მოსარჩელე თ. რ-ე (რეესტრში რეგისტრირებული იმავე მისამართზე, საქართველოს მოქალაქე, მამის სახელი – ა., დედის სახელი – მ., დაბადებული – …წ.).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე