Facebook Twitter

№ა-2814-შ-65-2013 7 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – ტ. ა. ასული კ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ბ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის მიტიშინსკის სასამართლო რაიონის 130-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება (მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, საქმე №2-320/12)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის მიტიშინსკის სასამართლო რაიონის 130-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-320/12) ტ. ა. ასული კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. ბ-ს, დაბადებულს … წლის … ივნისს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ.ქუთაისში, ტ. ა. ასული კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის – … წლის … აგვისტოს დაბადებული გ. სარჩენად ყველა სახის გამომუშავების ან(და) შემოსავლის ¼-ის ოდენობით, დაწყებული 2012 წლის 31 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე. დადგინდა, რომ ალიმენტის გადარიცხვა მოხდეს მოსარჩელის საანგარიშსწორებო ანგარიშზე № …, რომელიც გახსნილია ტ. ა. ასული კ-ას სახელზე, ქ.მოსკოვის სბერბანკის ცარიცინსკის ფილიალში, რუსეთი 7978/1308.

ტ. ა. ასულმა კ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ტ. ა. ასულმა კ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ტ. ა. ასულმა კ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის მიტიშინსკის სასამართლო რაიონის 130-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-320/12) ტ. ა. ასული კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. ბ-ეს, დაბადებულს … წლის … ივნისს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ.ქუთაისში, ტ. ა. ასული კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის – … წლის … აგვისტოს დაბადებული გ. სარჩენად ყველა სახის გამომუშავების ან(და) შემოსავლის ¼-ის ოდენობით, დაწყებული 2012 წლის 31 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე. დადგინდა, რომ ალიმენტის გადარიცხვა მოხდეს მოსარჩელის საანგარიშსწორებო ანგარიშზე № …, რომელიც გახსნილია ტ. ა. ასული კ-ას სახელზე, ქ.მოსკოვის სბერბანკის ცარიცინსკის ფილიალში, რუსეთი 7978/1308.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 10 იანვარს. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის მიტიშინსკის სასამართლო რაიონის 130-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირვეჭლი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის მიტიშინსკის სასამართლო რაიონის 130-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. ა. ასული კ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის მიტიშინსკის სასამართლო რაიონის 130-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის მიტიშინსკის სასამართლო რაიონის 130-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2-320/12), რომლითაც ტ. ა. ასული კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. ბ-ეს, დაბადებულს … წლის … ივნისს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ქ.ქუთაისში, ტ. ა. ასული კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის – … წლის … აგვისტოს დაბადებული გ. სარჩენად ყველა სახის გამომუშავების ან(და) შემოსავლის ¼-ის ოდენობით, დაწყებული 2012 წლის 31 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე. დადგინდა, რომ ალიმენტის გადარიცხვა მოხდეს მოსარჩელის საანგარიშსწორებო ანგარიშზე № …, რომელიც გახსნილია ტ. ა. ასული კ-ას სახელზე, ქ.მოსკოვის სბერბანკის ცარიცინსკის ფილიალში, რუსეთი 7978/1308.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე