№ა-2837-შ-69-2013 28 ოქტომბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე –ი. ვ. ასული ვ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის ქ.მიკოლაევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის ქ.მიკოლაევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2011 წლის 9 აგვისტოს ქ.მიკოლაევის ქალაქის იუსტიციის სამმართველოს მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ლენინის რაიონული განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რაზეც ქორწინების შესახებ აქტების რეგისტრაციის წიგნში მოხდენილია ჩაწერა ნომრით 462, მოქალაქე ვ. ი-სა და ი. ვ. ასულ ვ-ას შორის.
ვ. ი-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ვ. ი-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ვ. ი-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის ქ.მიკოლაევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2011 წლის 9 აგვისტოს ქ.მიკოლაევის ქალაქის იუსტიციის სამმართველოს მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ლენინის რაიონული განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რაზეც ქორწინების შესახებ აქტების რეგისტრაციის წიგნში მოხდენილია ჩაწერა ნომრით 462, მოქალაქე ვ. ი-სა და ი. ვ. ასულ ვ-ას შორის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, უკრაინის ქ.მიკოლაევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2011 წლის 9 აგვისტოს ქ.მიკოლაევის ქალაქის იუსტიციის სამმართველოს მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ლენინის რაიონული განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რაზეც ქორწინების შესახებ აქტების რეგისტრაციის წიგნში მოხდენილია ჩაწერა ნომრით 462, მოქალაქე ვ. ი-სა და ი. ვ. ასულ ვ-ას შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ი-ის შუამდგომლობა უკრაინის ქ.მიკოლაევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის ქ.მიკოლაევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2011 წლის 9 აგვისტოს ქ.მიკოლაევის ქალაქის იუსტიციის სამმართველოს მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ლენინის რაიონული განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რაზეც ქორწინების შესახებ აქტების რეგისტრაციის წიგნში მოხდენილია ჩაწერა ნომრით 462, მოქალაქე ვ. ი-სა და ი. ვ. ასულ ვ-ას შორის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე