Facebook Twitter

№ა-2963-შ-75-2013 28 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის კონიგშტაინ იმ ტაუნუსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის კონიგშტაინ იმ ტაუნუსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს (ი. ა-ი და ა. ა-ი) შორის 1998 წლის 24 ოქტომბერს თბილისის (საქართველო) მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით: 247/1998.

ი. ა-მა, წარმომადგენელ ე. გ-ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ი. ა-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი. ა-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის კონიგშტაინ იმ ტაუნუსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს (ი. ა-ი და ა. ა-ი) შორის 1998 წლის 24 ოქტომბერს თბილისის (საქართველო) მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით: 247/1998.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის კონიგშტაინ იმ ტაუნუსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა მხარეებს (ი. ა-ი და ა. ა-ი) შორის 1998 წლის 24 ოქტომბერს თბილისის (საქართველო) მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით: 247/1998, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის კონიგშტაინ იმ ტაუნუსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კონიგშტაინ იმ ტაუნუსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა მხარეებს (ი. ა-ი და ა. ა-ი) შორის 1998 წლის 24 ოქტომბერს თბილისის (საქართველო) მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით: 247/1998.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე