Facebook Twitter

№ა-2994-შ-78-2013 28 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა.მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ხემნიცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ხემნიცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა მხარეებს (მ. მ-ს და რ. ა. მ-ს) შორის 2008 წლის 19 იანვარს ხემნიცის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 8/2008.

მ. მ-მა, წარმომადგენელ დ. გ-ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ხემნიცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა მხარეებს (მ. მ-ს და რ. ა. მ-ს) შორის 2008 წლის 19 იანვარს ხემნიცის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 8/2008.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის ხემნიცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა მხარეებს (მ. მ-ს და რ. ა. მ-ს) შორის 2008 წლის 19 იანვარს ხემნიცის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 8/2008, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ხემნიცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ხემნიცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა მხარეებს (მ. მ-ს და რ. ა. მ-ს) შორის 2008 წლის 19 იანვარს ხემნიცის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 8/2008.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე