№ას-392-371-2013 8 ნოემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძენა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ა. კ-ე, თ. კ-ე, ლ. ქ-ე, ც. ბ-ე, ვ. ნ-ი, მ. ნ-ე, მ. ჭ-ე, ქ. ს-ე, დ. კ-ე, მ. ე-ე, ი. წ-ი, მ. გ-ე, რ. დ-ე, ნ. ბ-ე, მ. ლ-ე, რ. მ-ი, შ. მ-ე, ლ. ნ-ე, ნ. ქ-ა, ვ. კ-ე, გ. ა-ი, მ. კ-ე, გ. კ-ე, მ. ნ-ი, ე. ბ-ე, მ. მ-ე, ნ. ფ-ე, მ. ნ-ე, მ. კ-ი, გ. მ-ი, ც. ფ-ე, ც. გ-ი, ნ. ა-ე, ც. ა-ი, დ. გ-ე, რ. ს-ე, თ. კ-ე, მ. ზ-ე, ლ. დ-ე, ნ. ყ-ა, ლ. ს-ე, ხ. ყ-ი, ნ. გ-ა, ე. ღ-ე, ნ. მ-ე, ნ. ლ-ე, ნ. ა-ი, ე. გ-ი, ი. გ-ი, ა. კ-ე, ზ. ც-ე, ნ. გ-ი, მ. ჭ-ე, მ. გ-ე, თ. გ-ე, მ. გ-ე, ნ. შ-ი, ლ. გ-ი, მ. შ-ი, მ. კ-ა, გ. კ-ე, მ. კ-ე, მ. მ-ე, მ. ხ-ე, თ. ჭ-ე, ნ. ზ-ე და ს. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ. რ. ც. პ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ბ-ემ, ვ. ნ-მა, მ. ნ-ემ, მ. ჭ-ემ, ქ. ს-ემ, დ. კ-ემ, მ. ე-ემ, ი. წ-მა, მ. გ-ემ, რ. დ-ემ, ნ. ბ-ემ, მ. ლ-ემ, რ. მ-მა, შ. მ-ემ, ლ. ნ-ემ, ნ. ქ-ამ, ვ. კ-ემ, გ. ა-მა, მ. კ-ემ, გ. კ-ემ, მ. ნ-მა, ე. ბ-ემ, მ. მ-ემ, ნ. ფ-ემ, მ. ნ-ემ, მ. კ-მა, გ. მ-მა, ლ. ქ-ემ, მ. გ-ემ, ც. ფ-ემ, ც. გ-მა, ნ. ა-ემ, ც. ა-მა, დ. გ-ემ, რ. ს-ემ, თ. კ-ემ, თ. კ-ემ, ა. კ-ემ, მ. ზ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. ყ-ამ, ლ. ს-ემ, ხ. ყ-მა, ნ. გ-ამ, ე. ღ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. ლ-ემ, ნ. ა-მა, ე. გ-მა, ი. გ-მა, ა. კ-ემ, ზ. ც-ემ, ფ. ს-ემ, ნ. გ-მა, მ. ჭ-ემ, მ. გ-ემ, თ. გ-ემ, მ. გ-ემ, ნ. შ-მა, ლ. გ-მა, მ. შ-მა, მ. კ-ამ, გ. კ-ემ, მ. კ-ემ, მ. ხ-ემ, თ. ჭ-ემ, ნ. ზ-ემ, ნ. მ-მა და ს. მ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს ,,ზ. რ. ც. პ-ის“ მიმართ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეები 10 წელზე მეტია რაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე საზოგადოებაში იყვნენ დასაქმებულნი და გასამრჯელოს სატარიფე (საათობრივი) განაკვეთისა და გამომუშავების ფორმით იღებდნენ. დამსაქმებელი საზოგადოების მხრიდან ხელფასების გადახდის გაჭიანურების მიუხედავად, მათ მიუღებელი ხელფასი სასამართლო წესით არ მოუთხოვიათ, რადგანაც ადმინისტრაცია ვალის ეტაპობრივად გასტუმრებას მუდმივად ჰპირდებოდა. რეორგანიზაციის გამო შპს-მ მოსარჩელეებთან ხელშეკრულებები ისე შეწყვიტა, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები არ გამოუცია. მოსარჩელეებს ერთი თვის ხელფასი როგორც კომპენსაცია არ ანაზღაურებიათ.
მოპასუხემ სარჩელი ცნო 2011 წლის სექტემბრის თვის ხელფასის და ერთი თვის შრომის ანაზრაურების (კომპენსაციის) ნაწილში, ხოლო 2001, 2002, 2003 წლის გაუცემელ ხელფასებზე განმარტა, რომ მართალია ეს ხელფასები მოსარჩელეებს არ მიუღიათ, მაგრამ ამ ეტაპზე მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მესამე პირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2011 წლის სექტემბრის თვის ხელფასის და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) ნაწილში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო მოთხოვნას მხარს უჭერს, რაც შეეხება 2001, 2002, 2003 წლის გაუცემელ ხელფასებს, მიაჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. ბ-ის, ვ. ნ-ის, მ. ნ-ის, ქ. ს-ის, დ. კ-ის, მ. ე-ის, ი. წ-ის, მ. გ-ის, რ. დ-ის, ნ. ბ-ის, მ. ლ-ის, რ. მ-ის, შ. მ-ის, ლ. ნ-ის, ნ. ქ-ას, ვ. კ-ის, გ. ა-ის, მ. კ-ის, გ. კ-ის, მ. ნ-ის, ე. ბ-ის, მ. მ-ის, ნ. ფ-ის, მ. ნ-ის, მ. კ-ის, გ. მ-ის, ლ. ქ-ის, მ. გ-ის, ც. ფ-ის, ც. გ-ის, ნ. ა-ის, ც. ა-ის, დ. გ-ის, რ. ს-ის, თ. კ-ის, თ. კ-ის, ა. კ-ის, ლ. დ-ის, ნ. ყ-ას, ხ. ყ-ის, ნ. გ-ას, ე. ღ-ის, ნ. მ-ის, ნ. ლ-ის, ნ. ა-ის, ე. გ-ის, ი. გ-ის, ა. კ-ის, ზ. ც-ის, ფ. ს-ის, ნ. გ-ის, მ. ჭ-ის, მ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. შ-ის, ლ. გ-ის, მ. შ-ის, მ. კ-ას, გ. კ-ის, მ. კ-ის, მ. ხ-ის, ნ. ზ-ის, ნ. მ-ის, ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ”ზ. რ. ც. პ-ას” გადასახდელად დაეკისრა:
1. ც. ბ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 12,3 ლარისა და ერთი შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 12,3 ლარის გადახდა.
2. ვ. ნ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის -57,5 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 57,5 ლარის გადახდა.
3. მ. ნ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 7,9 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 7,9 ლარის გადახდა.
4. ქ. ს-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 15,65 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 15,65 ლარის გადახდა.
5. დ. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 18,61 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 18,61 ლარის გადახდა.
6. მ. ე-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის- 29,38 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 29,38 ლარის გადახდა.
7. ი. წ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 2,53 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 2,53 ლარის გადახდა.
8. მ. გ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 13,75 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 13,75 ლარის გადახდა.
9. რ. დ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 79,83 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 79,83 ლარის გადახდა.
10. ნ. ბ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 15,99 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 15,99 ლარის გადახდა.
11. მ. ლ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის-52,54 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 52,54 ლარის გადახდა.
12. რ. მ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 187,87 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 187,87 ლარის გადახდა.
13. შ. მ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 43,22 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 43,22 ლარის გადახდა.
14. ლ. ნ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 33,45 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 33,45 ლარის გადახდა.
15. ნ. ქ-ას სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 11,84 ლარისა, ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 11,84 ლარის გადახდა.
16. ვ. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 137,99 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 137,99 ლარის გადახდა.
17. გ. ა-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 79,79 ლარისა ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 79,79 ლარის გადახდა.
18. მ. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 38,4 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 38,4 ლარის გადახდა.
19. გ. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 196,8 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 196,8 ლარის გადახდა.
20. მ. ნ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 40,3 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 40,3 ლარის გადახდა.
21. ე. ბ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 49,91 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 49,91 ლარის გადახდა.
22. მ. მ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 61,55 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 61,55 ლარის გადახდა.
23. ნ. ფ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 7,75 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 7,75 ლარის გადახდა.
24. მ. ნ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 38,45 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 38,45 ლარის გადახდა.
25. მ. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 19,09 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 19,09 ლარის გადახდა.
26. გ. მ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 17,7 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 17,7 ლარის გადახდა.
27. ლ. ქ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 14,5 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 14,5 ლარის გადახდა.
28. მ. გ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 53,15 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 53,15 ლარის გადახდა.
29. ც. ფ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 17,23 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 17,23 ლარის გადახდა.
30. ც. გ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 27,77 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 27,77 ლარის გადახდა.
31. ნ. ა-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 35,13 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 35,13 ლარის გადახდა.
32. ც. ა-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 47,52 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 47,52 ლარის გადახდა.
33. დ. გ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 47,52 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 47,52 ლარის გადახდა.
34. რ. ს-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 12,8 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 12,8 ლარის გადახდა.
35. თ. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 56,65 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 56,65 ლარის გადახდა.
36. თ. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 49,81 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 49,81 ლარის გადახდა.
37. ა. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 112,97 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 112,97 ლარის გადახდა.
38. ლ. დ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 9,4 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 9,4 ლარის გადახდა.
39. ნ. ყ-ას სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 6,9 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 6,9 ლარის გადახდა.
40. ხ. ყ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 23,43 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 23,43 ლარის გადახდა.
41. ნ. გ-ას სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 186,05 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 186,05 ლარის გადახდა.
42. ე. ღ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 46,3 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 46,3 ლარის გადახდა.
43. ნ. მ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 1,69 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 1,69 ლარის გადახდა.
44. ნ. ლ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 79,66 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 79,66 ლარის გადახდა.
45. ნ. ა-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 23,33 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 23,33 ლარის გადახდა.
46. ე. გ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 34,96 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 34,96 ლარის გადახდა.
47. ი. გ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 29,43 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 29,43 ლარის გადახდა.
48. ა. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 8,93 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 8,93 ლარის გადახდა.
49. ზ. ც-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 37,29 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 37,29 ლარის გადახდა.
50. ფ. ს-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 37,29 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 37,29 ლარის გადახდა.
51. ნ. გ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 17,23 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 17,23 ლარის გადახდა.
52. მ. ჭ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 27,93 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 27,93 ლარის გადახდა.
53. მ. გ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 70 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 70 ლარის გადახდა.
54. მ. გ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 17,7 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 17,7 ლარის გადახდა.
55. ნ. შ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 106,06 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 106,06 ლარის გადახდა.
56. ლ. გ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 37,25 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 37,25 ლარის გადახდა.
57. მ. შ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 9,92 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 9,92 ლარის გადახდა.
58. მ. კ-ას სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 47,4 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 47,4 ლარის გადახდა.
59. გ. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 534,43 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 534,43 ლარის გადახდა.
60. მ. კ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 131,14 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 131,14 ლარის გადახდა.
61. მ. ხ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 38,85 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 38,85 ლარის გადახდა.
62. ნ. ზ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 51,44 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 51,44 ლარის გადახდა.
63. ნ. მ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 42,34 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 42,34 ლარის გადახდა.
64. ს. მ-ის სასარგებლოდ, 2011 წლის სექტემბრის ხელფასის - 308,36 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) – 308,36 ლარის გადახდა.
მოსარჩელეების მოთხოვნა - 2001, 2002 და 2003 წლის მიუღებელი ხელფასების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლისა და 28 მარტის განჩინებებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს, მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლსა და 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად. პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე მუდმივად აღიარებდა ვალდებულების არსებობას და ამით ხანდაზმულობის ვადა წყდებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლ., რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ არის გარიგება. პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული „მოთხოვნის არსებობის აღიარება“ არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის - ხანდაზმულობის შეწყვეტისაკენ. ამიტომ, ამ ნორმით გათვალისწინებული ნების გამოვლენა გარიგებაა. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტს ნების მხოლოდ ისეთი გამოვლენა, რომლიდანაც ნათლად დგინდება, რომ მოვალე უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს ვალდებულების არსებობას და მზად არის იგი შეასრულოს. ამავდროულად, ხანდაზმულობას წყვეტს მხოლოდ ის აღიარება, რომელიც ხანდაზმულობის ვადის ფარგლებშია - უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა შეუძლებელია. ვალდებულების არსებობის, კანონით დადგენილი წესით, აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ წარმოშობს ახალ ვალდებულებას, თუმცა უკვე გასული ხანდაზმულობის ვადას იგი ვერ აღადგენს და, მითუმეტეს, ვერ შეწყვეტს. ამის გამო, აპელანტთა პოზიცია დასაბუთებული იქნებოდა, თუ ისინი წარმოადგენდნენ იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, ე.ი. 2007 წლამდე მოწინააღმდეგე მხარე უპირობოდ იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მათთვის სახელფასო დავალიანება.
აპელანტთა შუამდგომლობით შპს „ზ. რ. ც. პ-ან“ გამოთხოვილ საბუთებში არის ცხრილი, რომელშიც ჩამოთვლილია, მხოლოდ, აპელანტთა მიერ მიუღებელი ხელფასის ოდენობა. პალატამ მიიჩნია, რომ საწარმომ დააფიქსირა მოთხოვნა, რომელიც თავისთავად, არ ნიშნავს მისი გადახდის ვალდებულების აღიარებას. ხანდაზმულობის შინაარსიც სწორედ ისაა, რომ, ამ დროს, მოვალე კი არ უარყოფს, არამედ ადასტურებს ვალდებულების არსებობას, მაგრამ მის შესრულებაზე უარს აცხადებს ვადის გასვლის გამო. ამის გამო, ზემოხსენებული ცხრილით აპელანტთა პოზიცია არ დასტურდება. აპელანტების მოთხოვნას, რასაკვირველია, არ ამტკიცებს მათი დანიშვნისა და გათავისუფლების ბრძანებები და საგადასახადო შედარების აქტი; მნიშვნელოვანია, რომ შედარების აქტი მოიცავს არა 2001-2003 წლების, არამედ 2012 წლის 2 იანვრიდან 2012 წლის 17 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. ამიტომ, ამ აქტში დაფიქსირებული მონაცემები განსახილველ საქმესთან შემხებლობაში არ არის. თავიანთი მოთხოვნის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები აპელანტებს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენიათ. სააპელაციო სასამართლოში აპელანტებმა წარმოადგინეს საწარმოს ყოფილი დირექტორის, ს. მ-ის ახსნა-განმარტება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია აპელანტებს ჰპირდებოდა ხელფასის ანაზღაურებას „ეკონომიკის სამინისტროდან ჩამორიცხვისთანავე“.
პალატამ აღნიშნა, რომ ს. მ-ე იყო აპელანტების საპროცესო თანამონაწილე - თანამოსარჩელე. ამიტომ, სინამდვილეში, ზემოხსენებული მტკიცებულება არა მოწმის ჩვენება ან წერილობითი მტკიცებულება, არამედ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტებაა. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კი პალატას, მოცემულ შემთხვევაში, არ მიაჩნია საკმარის მტკიცებულებად მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. გარდა ამისა, აპელანტებმა სააპელაციო საჩივარს დაურთეს ზესტაფონის რაონული სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის, მსგავს საქმეზე გამოტანილი, გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მე-2 და 3.2.1. პუნქტებში კი მითითებულია, რომ შპს „ზ. რ. ც. პ-ა“ სულაც არ იღებდა აპელანტთა სასარგებლოდ გადახდის ვალდებულებას და მიაჩნდა, რომ მის ასანაზღაურებლად მუშაკებს უნდა მიემართათ სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების სააგენტოსათვის. აქედან გამომდინარე, მხარის ახსნა-განმარტება ეწინააღმდეგება წერილობით მტკიცებულებაში დაფიქსირებულ ფაქტებს. ამის გამო, პალატამ იგი არასარწმუნოდ მიიჩნია. ს. მ-ეს არ განუმარტავს, რომ საწარმო 2007 წლამდე, უპირობოდ, იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მუშაკთათვის სახელფასო დავალიანება. ამის გამო, ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტები, დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ შეწყვეტდა ხანდაზმულობის ვადის დენას.
აპელანტებმა პალატას წარმუდგინეს სასამართლოს მიერ მსგავს საქმეზე გამოტანილი 2009 წლის 27 მაისის გადახდის ბრძანება და 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ შპს „ზ. რ. ც. პ-ას“, მათ შორის, აპელანტების, ლ. ქ-სა და თ. კ-ის სასარგებლოდ დააკისრა 2001-2003 წლებში მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. პალატამ აღნიშნა, რომ გადახდის ბრძანების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქციით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის ბრძანების გამოტანის დროს სასამართლო არ ამოწმებდა, ჰქონდა თუ არა განმცხადებელს აღძრული მოთხოვნის უფლება.
ზემოხსენებული გადახდის ბრძანებით იმის დადგენა, აღიარებდა თუ არა საწარმო კრედიტორთა მიმართ ვალდებულების არსებობას, შეუძლებელია. პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მოვალე უფლებამოსილია და არა ვალდებული უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს. ეს ნიშნავს, რომ თუ მხარე არ ისარგებლებს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებით, არ მიუთითებს მოთხოვნის ხანდამულობაზე და, ამ მოტივით, არ განაცხადებს უარს ვალდებულების შესრულებაზე, სასამართლო ამ ფაქტზე ვერ იმსჯელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლისა და 28 მარტის განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. კ-ემ, თ. კ-ემ, ლ. ქ-ემ, ც. ბ-ემ და სხვებმა შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა შრომის კანონმდებლობა. სარჩელი დაკმაყოფილების საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მოპასუხე სახელფასო დავალიანებებს აღიარებდა და ეტაპობრივად ანაზრაურებდა მას. აღნიშნულს ადასტურებს კასატორების მიერ სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები. სარჩელი არასწორად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად. მოპასუხე წერილობით აღიარებდა ვალს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის, თ. კ-ის, ლ. ქ-ის, ც. ბ-სა და სხვათა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 410-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა არ დგინდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 30 სექტემბრამდე აპელანტები მუშაობდნენ შპს „ზ. რ. ც. ს-ი“. მათ 2001-2003 წლების ხელფასი არ აუღიათ. შპს „ზ. რ. ც. პ-ან“ გამოთხოვილ საბუთებში არის ცხრილი, რომელშიც ჩამოთვლილია მხოლოდ აპელანტთა მიერ მიუღებელი ხელფასის ოდენობა. სააპელაციო სასამართლოში აპელანტებმა წარმოადგინეს საწარმოს ყოფილი დირექტორის, ს. მ-ის ახსნა-განმარტება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია აპელანტებს ჰპირდებოდა ხელფასის ანაზღაურებას „ეკონომიკის სამინისტროდან ჩამორიცხვისთანავე“.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე მუდმივად აღიარებდა ვალდებულების არსებობას და ამით ხანდაზმულობის ვადა წყდებოდა. საწარმომ დააფიქსირა მოთხოვნა, რომელიც, თავისთავად, არ ნიშნავს მისი გადახდის ვალდებულების აღიარებას. რაც შეეხება, ს. მ-ის ახსნა-განმარტებას, პალატამ მიიჩნია, რომ მას არ განუმარტავს, რომ საწარმო 2007 წლამდე უპირობოდ იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა მუშაკთათვის სახელფასო დავალიანება. აქედან გამომდინარე, ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტები, დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ შეწყვეტდა ხანდაზმულობის ვადის დენას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, არის თუ არა მოსარჩელეების მოთხოვნა 2001-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმული და საქმეში არსებული მტკიცებულებები, სახელდობრ, შპს „ზ. რ. ც. პ-ის“ ცხრილი, რომელშიც ჩამოთვლილია მოსარჩელეთა მიუღებელი ხელფასების რაოდენობა, წარმოადგენს თუ არა მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები შეფასდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლებით განსაზღვრული წესის მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების გათვალისწინებით აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, შპს „ზ. რ. ც. პ-ის“ ცხრილს, მას 341-ე მუხლის თანახმად, ვალის აღიარების დოკუმენტად ვერ მიიჩნევს. ამასთან, პალატა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 137-ე და მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა 2001-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია, შემდეგი სამართლებრივი დასაბუთების საფუძველზე:
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
ზემოდასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.
მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან, ა. კ-ის, თ. კ-ის, ლ. ქ-ის, ც. ბ-სა და სხვათა სასარჩელო მოთხოვნას 2001-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება წარმოადგენდა, მათ უნდა წარმოედგინათ ხანდაზმულობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, არ განუხორციელებიათ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი წინაპირობა იქნებოდა, თუ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ მოპასუხის მიერ ვალის არსებობის აღიარების დოკუმენტს. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით რეგულირდება ვალის არსებობის აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომელიც წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის დადებას მოეთხოვება წერილობითი ფორმის დაცვა და, შესაბამისად, მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღება. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ბუღალტრული ან სხვა თვალსაზრისით და რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ამგვარი აქტი ახალ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ესაა ძველი ხელშეკრულების ფარგლებში განხორცილებეული გარკვეული მოქმედება და იგი ვერ გამოიწვევს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს.
მოცემულ შემთხვევაში, არც შპს „ზ. რ. ც. პ-ის“ ცხრილი და არც სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ს. მ-ის ახსნა-განმარტება, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად არ შეიძლება შეფასდეს, რადგან, ზემოდასახელებულ ცხრილში მითითებულია მხოლოდ მოსარჩელეთა აუღებელი ხელფასების ოდენობა. ამასთან, ახსნა-განმარტებით არ დგინდება, რომ ს.მ-ე, როგორც სადავო პერიოდში მოპასუხის დირექტორი, იღებდა სამომავლოდ ვალდებულების შესრულების მოვალეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, რის გამოც, საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. კ-ის, თ. კ-ის, ლ. ქ-ის, ც. ბ-ის, ვ. ნ-ის, მ. ნ-ის, ქ. ს-ის, დ. კ-ის, მ. ე-ის, ი. წ-ის, მ. გ-ის, რ. დ-ის, ნ. ბ-ის, მ-ი ლ-ის, რ. მ-ის, შ. მ-ის, ლ. ნ-ის, ნ. ქ-ას, ვ. კ-ის, გ. ა-ის, მ. კ-ის, გ. კ-ის, მ. ნ-ის, ე. ბ-ის, მ. მ-ის, ნ. ფ-ის, მ. ნ-ის, მ. კ-ის, გ. მ-ის, ლ. ქ-ის, მ. გ-ის, ც. ფ-ის, ც. გ-ის, ნ. ა-ის, ც. ა-ის, დ. გ-ის, რ. ს-ის, თ. კ-ის, თ. კ-ის, ა. კ-ის, ლ. დ-ის, ნ. ყ-ას, ხ. ყ-ის, ნ. გ-ას, ე. ღ-ის, ნ. მ-ის, ნ. ლ-ის, ნ. ა-ის, ე. გ-ის, ი. გ-ის, ა. კ-ის, ზ. ც-ის, ფ. ს-ის, ნ. გ-ის, მ. ჭ-ის, მ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. შ-ის, ლ. გ-ის, მ. შ-ის, მ. კ-ას, გ. კ-ის, მ. კ-ის, მ. ხ-ის, ნ. ზ-ის, ნ. მ-ის, ს. მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე