Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-984-942-2013 4 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ლ. ჭ-ე, თ. ც-ი, მ. გ-ა, ლ. კ-ე, ვ. ფ-ი, გ. ტ-ი, დ. ღ-ი, ნ. ს-ე, დ. ს-ე, დ. ფ-ი, დ. ქ-ე, თ. რ-ი, ნ. მ-ი, ქ. ფ-ე, ნ. ვ-ი, მ. მ-ი, ლ. ლ-ა, ზ. მ-ე, თ. ო-ი, ა. ა-ე, რ. მ-ე, ჟ. მ-ე, ბმა „ვ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ე, ა. მ-ე, მ. გ-ა, გ. წ-ა, გ. გ-ი, ბ. ქ-ა, ტ. პ-ი, ფ. პ-ი, ჯ- პ-ი, ლ. ქ-ი, ზ. ხ-ი, გ. ე-ე, ი. ყ-ი, ბ. გ-ი, დ. თ-ი, გ. თ-ი, ე. თ-ი, ლ. გ-ი, ნ. ჩ-ი, ბ. ლ-ი, რ. შ-ი, ლ. წ-ა, ც. ა-ი, ზ. კ-ი, ი. ქ-ე, ზ. ჯ-ე, ტ. კ-ი, თ. ჩ-ი, ჯ. ა-ი, ლ. ჯ-ე, მ. ო-ი, კ. მ-ე, გ. ჯ-ე, ი. ბ-ი, ბ. ჯ-ე, ს. ს-ა, ლ. ჯ-ა, მ. ქ-ი, გ. ბ-ი, რ. მ-ე, ზ. ბ-ე, კ. ჯ-ა, გ. გ-ი, რ. კ-ი, ნ. ბ-ი, ვ. პ-ი, ც. პ-ი, ჯ. ქ-ე, ხ. ყ-ი, ა. შ-ა, ტ. გ-ი, ნ. თ-ე, თ. გ-ი, ზ. ჩ-ე, თ. კ-ი, ვ. წ-ი, ე. თ-ე, ი. გ-ი, ბ. ბ-ი, ზ. თ-ი, რ. თ-ი, დ. ჭ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის, თ. ც-ის, მ. გ-ას, ლ. კ-ის, ვ. ფ-ის, გ. ტ-ის, დ. ღ-ის, ნ. ს-ის, დ. ს-ის, დ. ფ-ის, დ. ქ-ის, თ. რ-ის, ნ. მ-ის, ქ. ფ-ის, ნ. ვ-ის, მ. მ-ის, ლ. ლ-ას, ზ. მ-ის, თ. ო-ის, ა. ა-ის, რ. მ-ის, ჟ. მ-ის და ბმა „ვ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ვაშლიჯვრის დასახლება, გ-ის ქ. II შესახვევი N17-ში მდებარე 9949.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობა მოპასუხეების: მ. მ-ის, ა. მ-ის, მ. გ-ას, გ. წ-ას, გ. გ-ის, ბ. ქ-ას, ტ. პ-ის, ფ. პ-ის, ჯ- პ-ის, ლ. ქ-ის, ზ. ხ-ის, გ. ე-ის, ი. ყ-ის, ბ. გ-ის, დ. თ-ის, გ. თ-ის, ე. თ-ის, ლ. გ-ის, ნ. ჩ-ის, ბ. ლ-ის, რ. შ-ის, ლ. წ-ას, ც. ა-ის, ზ. კ-ის, ი. ქ-ის, ზ. ჯ-ის, ტ. კ-ის, თ. ჩ-ის, ჯ. ა-ის, ლ. ჯ-ის, მ. ო-ის, კ. მ-ის, გ. ჯ-ის ,ი. ბ-ის, ბ. ჯ-ის, ს. ს-ას, ლ. ჯ-ას, მ. ქ-ის, გ. ბ-ის, რ. მ-ის, ზ. ბ-ის, კ. ჯ-ას, გ. გ-ის, რ. კ-ის, ნ. ბ-ის, ვ. პ-ის, ც. პ-ის, ჯ. ქ-ის, ხ. ყ-ის, ა. შ-ას, ტ. გ-ის, ნ. თ-ის, თ. გ-ის, ზ. ჩ-ის, თ. კ-ის, ვ. წ-ის, ე. თ-ის, ი. გ-ის, ბ. ბ-ის, ზ. თ-ის, რ. თ-ის, დ. ჭ-ას უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელეებს გადაეცათ გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-ამ, გ. წ-ამ, გ. გ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, ა. მ-ის, მ. გ-ას, გ. წ-ას, გ. გ-ის, ბ. ქ-ას, ტ. პ-ის, ფ. პ-ის, ჯ- პ-ის, ლ. ქ-ის, ზ. ხ-ის, გ. ე-ის, ი. ყ-ის, ბ. გ-ის, დ. თ-ის, გ. თ-ის, ე. თ-ის, ლ. გ-ის, ნ. ჩ-ის, ბ. ლ-ის, რ. შ-ის, ლ. წ-ას, ც. ა-ის, ზ. კ-ის, ი. ქ-ის, ზ. ჯ-ის, ტ. კ-ის, თ. ჩ-ის, ჯ. ა-ის, ლ. ჯ-ის, მ. ო-ის, კ. მ-ის, გ. ჯ-ის, ი. ბ-ის, ბ. ჯ-ის, ს. ს-ას, ლ. ჯ-ას, მ. ქ-ის, გ. ბ-ის, რ. მ-ის, ზ. ბ-ის, კ. ჯ-ას, გ. გ-ის, რ. კ-ის, ნ. ბ-ის, ვ. პ-ის, ც. პ-ის, ჯ. ქ-ის, ხ. ყ-ის, ა. შ-ას, ტ. გ-ის, ნ. თ-ის, თ. გ-ის, ზ. ჩ-ის, თ. კ-ის, ვ. წ-ის, ე. თ-ის, ი. გ-ის, ბ. ბ-ის, ზ. თ-ის, რ. თ-ის და დ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება შეიცვალა მ. მ-ის და ა. მ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ლ. ჭ-ის, თ. ც-ის, მ. გ-ას, ლ. კ-ის, ვ. ფ-ის, გ. ტ-ის, დ. ღ-ის, ნ. ს-ის, დ. ს-ის, დ. ფ-ის, დ. ქ-ის, თ. რ-ის, ნ. მ-ის, ქ. ფ-ის, ნ. ვ-ის, მ. მ-ის, ლ. ლ-ას, ზ. მ-ის, თ. ო-ის, ა. ა-ის, რ. მ-ის, ჟ. მ-ის და ბმა „ვ-ის“ სარჩელი, მ. მ-ის და ა. მ-ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ჭ-ემ, თ. ც-მა, მ. გ-ამ და სხვებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება მ. მ-ის და ა. მ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ლ. ჭ-ის, თ. ც-ის, მ. გ-სა და სხვათა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორებს ჩაბარდათ 2013 წლის 22 ოქტომბერს (ტ.5, ს.ფ.94). ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჭ-ის, თ. ც-ის, მ. გ-სა და სხვათა საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პ-ი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პ- სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ლ. ჭ-ის, თ. ც-ის, მ. გ-სა და სხვათა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორ ლ. ჭ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 22 ოქტომბერს (ტ.5, ს.ფ.94). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 28 ოქტომბერს, ვინაიდან 27 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილ. საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულ. შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ჭ-ის, თ. ც-ის, მ. გ-სა, ლ. კ-ის, ვ. ფ-ის, გ. ტ-ის, დ. ღ-ის, ნ. ს-ის, დ. ს-ის, დ. ფ-ის, დ. ქ-ის, თ. რ-ის, ნ. მ-ის, ქ. ფ-ის, ნ. ვ-ის, მ. მ-ის, ლ. ლ-ას, ზ. მ-ის, თ. ო-ის, ა. ა-ის, რ. მ-ის, ჟ. მ-ის, ბმა „ვ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია