Facebook Twitter

საქმე №ა-2165-შ-49-2013 18 ნოემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ვ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით ო. ვ-სა და ლ. ს-ეს შორის 2006 წლის 1 ივლისს საქართველოში, ქუთაისში რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით მხარეებს შორის განაწილდა საპენსიო-სადაზღვეო ხარჯები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ს-ემ და მოითხოვა გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ ო. ვ-ის განცხადება განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რომელშიც მონაწილეობდა მოპასუხე და რომელმაც თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2009 წლის 23 ივნისს შევიდა. ლ. ს-ე არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით ლ. ს-ის შუამდგომლობა გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით ო. ვ-სა და ლ. ს-ეს შორის 2006 წლის 1 ივლისს საქართველოში, ქუთაისში რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით მხარეებს შორის განაწილდა საპენსიო-სადაზღვეო ხარჯები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ს-ემ და მოითხოვა გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ ო. ვ-ის განცხადება განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რომელშიც მონაწილეობდა მოპასუხე და რომელმაც თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2009 წლის 23 ივნისს შევიდა. ლ. ს-ე არის საქართველოს მოქალაქე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილი უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს-ის შუამდგომლობა გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. გერმანიის ლემგოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება ლ. ს-სა და ო. ვ-ის განქორწინების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე