Facebook Twitter

საქმე №ა-2205-შ-52-2013 18 ნოემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. გ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ს. პ. ძე გ-სა და ნ. ე. ასულ ბ-ს შორის 2001 წლის 21 თებერვალს ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის ანდრეევკას სასოფლო ადმინისტრაციის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით შვილების – ... წლის ...აგვისტოს დაბადებული მ. და ... წლის ... ივლისს დაბადებული გ. საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა ნ. ბ-ის საცხოვრებელი ადგილი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ბ-მა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების მხარეთა განქორწინების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ ს. გ-ის განცხადება განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია ნ. ბ-ს, მაგრამ მან სასამართლოს წარუდგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ არ არის განქორწინების წინააღმდეგი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2013 წლის 22 აპრილს შევიდა. ნ. ბ-ი არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებით ნ. ბ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ს. პ. ძე გ-სა და ნ. ე. ასულ ბ-ს შორის 2001 წლის 21 თებერვალს ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის ანდრეევკას სასოფლო ადმინისტრაციის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით შვილების – ... წლის ...აგვისტოს დაბადებული მ. და ... წლის ... ივლისს დაბადებული გ. საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა ნ. ბ-ის საცხოვრებელი ადგილი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ბ-მა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების მხარეთა განქორწინების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ ს. გ-ის განცხადება განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია ნ. ბ-ს, მაგრამ მან სასამართლოს წარუდგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ არ არის განქორწინების წინააღმდეგი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2013 წლის 22 აპრილს შევიდა. ნ. ბ-ი არის საქართველოს მოქალაქე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილი უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის ილიშევსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება ნ. ბ-სა და ს. გ-ის განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე