Facebook Twitter
# as-37-391-07

საქმე №ა-2832-შ-68-2013 22 ნოემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობების ავტორები – მინსკის მე-10 საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ჯანდაცვის დაწესებულების მთავარი ექიმი ვ.ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ხ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ეს მოსარჩელე მინსკის მე-10 საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ჯანდაცვის დაწესებულების სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის დაეკისრა 11745590 რუბლის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 587280 რუბლის, სულ – 12332870 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 29 ივლისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

მინსკის მე-10 საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ჯანდაცვის დაწესებულების მთავარმა ექიმმა ვ.ი-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით მინსკის მე-10 საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ჯანდაცვის დაწესებულების მთავარი ექიმი ვ.ი-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მინსკის მე-10 საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ჯანდაცვის დაწესებულების მთავარი ექიმი ვ.ი-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ეს მოსარჩელე მინსკის მე-10 საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ჯანდაცვის დაწესებულების სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის დაეკისრა 11745590 რუბლის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 587280 რუბლის, სულ – 12332870 რუბლის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 29 ივლისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მინსკის მე-10 საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ჯანდაცვის დაწესებულების მთავარი ექიმი ვ.ი-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ლენინსკის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ხ-ეს მოსარჩელე მინსკის მე-10 საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ჯანდაცვის დაწესებულების სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის დაეკისრა 11745590 რუბლის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 587280 რუბლის, სულ – 12332870 რუბლის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე