Facebook Twitter

საქმე №ა-2868-შ-71-2013 22 ნოემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობების ავტორები – ე. რ-ო

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ყ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ქ.კიევის სალომენსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ქ.კიევის სალომენსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. რ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. ყ-ს ე. რ-ოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – … წლის … ივნისს დაბადებული ნ. ყ-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყველა სახის შემოსავლის ¼-ის, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის განკუთვნილი საარსებო მინიმუმის არანაკლებ 30%-ის გადახდა 2009 წლის 29 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება შესრულებულ იქნა დაუყოვნებლივ ერთი თვის გადასახადი თანხის ფარგლებში. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 23 ნოემბერს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ე. რ-ომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ.კიევის სალომენსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ე. რ-ოს შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის სალომენსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. რ-ოს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ქ.კიევის სალომენსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. რ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. ყ-ს ე.რ-ოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – … წლის … ივნისს დაბადებული ნ. ყ-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყველა სახის შემოსავლის ¼-ის, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის განკუთვნილი საარსებო მინიმუმის არანაკლებ 30%-ის გადახდა 2009 წლის 29 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება შესრულებულ იქნა დაუყოვნებლივ ერთი თვის გადასახადი თანხის ფარგლებში. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 23 ნოემბერს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, უკრაინის ქ.კიევის სალომენსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. რ-ოს შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის სალომენსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.კიევის სალომენსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ა რ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. ყ-ს ე. რ-ოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – … წლის … ივნისს დაბადებული ნ. ყ-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყველა სახის შემოსავლის ¼-ის, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის განკუთვნილი საარსებო მინიმუმის არანაკლებ 30%-ის გადახდა 2009 წლის 29 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე