Facebook Twitter

№ა-2894-შ-72-2013 28 ნოემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ე. ძე ს-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქ.დონის როსტოვის პროლეტარსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე № 2-440/2013/C)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.დონის როსტოვის პროლეტარსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე № 2-440/2013/C) გაუქმდა 2010 წლის 6 ივლისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის № 04201030716) ვ.ე. ძე ს-ს (დაბადებული … წლის … იანვარს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) და ს. კ-ს (დაბადებული … წლის … ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი …) შორის.

ს. კ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ს. კ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ს. კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.დონის როსტოვის პროლეტარსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე № 2-440/2013/C) გაუქმდა 2010 წლის 6 ივლისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის № 04201030716) ვ. ე. ძე ს-ს (დაბადებული … წლის … იანვარს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) და ს. კ-ს (დაბადებული … წლის … ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი …) შორის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.დონის როსტოვის პროლეტარსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე № 2-440/2013/C), რომლითაც გაუქმდა 2010 წლის 6 ივლისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის № 04201030716) ვ. ე. ძე ს-ს (დაბადებული … წლის … იანვარს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) და ს. კ-ს (დაბადებული … წლის … ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი …) შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. კ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.დონის როსტოვის პროლეტარსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე № 2-440/2013/C) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ქ.დონის როსტოვის პროლეტარსკის რაიონის №2 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე № 2-440/2013/C), რომლითაც გაუქმდა 2010 წლის 6 ივლისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის № 04201030716) ვ. ე. ძე ს-ს (დაბადებული … წლის … იანვარს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) და ს. კ-ს (დაბადებული … წლის … ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი …) შორის.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე