№ა-3140-შ-84-2013 25 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ლ. ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – შვედეთის სტოკჰოლმის საოლქო სასამართლოს მე-2 განყოფილების 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შვედეთის სტოკჰოლმის საოლქო სასამართლოს მე-2 განყოფილების 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ 1991 წლის 21 სექტემბერს დაქორწინებული მხარეები: მ. ბ-ჯ-ი და ე.ლ. ი-ი (იგივე ე. ი-ი).
მ. ჯ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მ. ჯ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შვედეთის სტოკჰოლმის საოლქო სასამართლოს მე-2 განყოფილების 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ 1991 წლის 21 სექტემბერს დაქორწინებული მხარეები: მ. ბ-ჯ-ი და ე. ლ. ი-ი (იგივე ე. ი-ი).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, შვედეთის სტოკჰოლმის საოლქო სასამართლოს მე-2 განყოფილების 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც განქორწინდნენ 1991 წლის 21 სექტემბერს დაქორწინებული მხარეები: მ. ბ-ჯ-ი და ე. ლ.ი-ი (იგივე ე. ი-ი), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჯ-ის შუამდგომლობა შვედეთის სტოკჰოლმის საოლქო სასამართლოს მე-2 განყოფილების 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას შვედეთის სტოკჰოლმის საოლქო სასამართლოს მე-2 განყოფილების 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ 1991 წლის 21 სექტემბერს დაქორწინებული მხარეები: მ. ბ-ჯ-ი და ე. ლ. ი-ი (იგივე ე. ი-ი).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე