Facebook Twitter

№ას-820-778-2013 2 დეკებერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ო-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ. ე. კ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ. ო-ე. მოპასუხე შპს „ლ. ე. კ-ის“ მიმართ.

მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნა:

შპს „ტ-ის“ 2000 წლის 19 მაისის №1 პარტნიორთა კრების ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, სს „ბ. კ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ლ. ე. კ-ის“, ქ.თბილისში, კ-ას ქ.№8 მისამართზე მდებარე მოსარჩელე ლ. ო-სა და შპს „მ-ის“ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ფარგლებში, თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის გათვალისწინებით, ჭიშკრის მოწყობის შესახებ ვალდებულების დაკისრება, რაც გულისხმობდა მოპასუხის მხრიდან სათანადო ხარჯის გაღებასა და სამუშაოების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განჩინებით ლ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარე.ოებები:

შპს „ტ-ის” პარტნიორთა კრების 2000 წლის 19 მაისის ოქმის გადაწყვეტილებით, სს „ბ. კ-ს” მისი წილის – 52.5%-ის შესაბამისად – საკუთრებაში გადაეცა შპს „ტ-ის” კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი. ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სს „ბ. კ-სა” და შპს „ტ-ას” შორის მოხდა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული არასაცხოვრებელი ფართების ნაწილის გაცვლა და ურთიერთშეთანხმებული ნახაზის მიხედვით, საეზოვე ფართის გაყოფა. ამავდროულად, სს „ბ. კ-მა” იკისრა ვალდებულება, საკუთარი არასაცხოვრებელი ფართიდან 4 მეტრის სიგანის გამოყენებით კ-ას ქუჩის მხრიდან შპს „ტ-ის” ტერიტორიის საეზოვე ნაწილზე იზოლირებული შესასვლელის მოწყობის მიზნით საამისოდ საჭირო მოქმედებების შესრულების და ხარჯების გაღების.

შპს „ტ-ის” პარტნიორთა 2000 წლის 19 მაისის N1 კრების ოქმის საფუძველზე, სს „ბ. კ-ი” საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თბილისში, კ-ას ქ.N8-ში მდებარე 1980კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული 1049.62კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ.

სს „ბ. კ-ის” უფლებამონაცვლე გახდა სს „შ-ი”, რომელმაც შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა სს „ა-ი”.

2008 წლის 29 თებერვალს, სს „ა-მა” შპს „ლ. ე. კ-ის” და ჯ. ე-ს მიყიდა თბილისში, კ-ას ქ.N8-ში მდებარე 1980კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 1049.62კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობები. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, 2008 წლის 24 მარტს, ჯ. ე-ი და შპს „ლ. ე. კ-ი” დარეგისტრირდნენ ნასყიდობის საგნის თანამესაკუთრეებად.

ჯ. ე-მა გააჩუქა საკუთარი წილი და 2010 წლის 21 სექტე.ბრიდან, 2010 წლის 20 აგვისტოს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში ჯ. ე-ის ნაცვლად შპს „ლ. ე. კ-ან” ერთად თბილისში, კ-ას ქ.N8 მისამართზე მდებარე 1980კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრედ დარეგისტრირდა აიშეგულ ერდოღანი. შპს „ლ. ე. კ-ი” და აიშეგულ ერდოღანი ამჟამადაც აღნიშნული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეები არიან.

შპს „ტ-ის” სახელის ცვლილების გამო, სამეწარმეო რეესტრში შევიდა ცვლილება და ამ ცვლილების შე.დეგ შპს „ტ-ას” ამჟამადაც შპს „მ-ა” ეწოდება.

შპს „ტ-ის” პარტნიორთა 2000 წლის 19 მაისის N1 კრების ოქმის საფუძველზე, ხსენებული საწარმო საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სს „ბ. კ-ან” გაყოფილი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საკუთარი ნაწილის მესაკუთრედ. 2001 წლის 29 მაისს, შპს „ტ-სა” და ლ. ო-ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ლ. ო-ე, შპს „ტ-ის” შეცვლილი სახელით ცნობილ შპს „მ-ან” ერთად, დღემდე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თბილისში, კ-ას ქუჩის (ყოფილი კ-ის ქუჩა) N8-ში მდებარე 1990კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ და მასზე განლაგებული 1335.06კვ.მ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობების ერთ-ერთ მესაკუთრედ. შენობა-ნაგებობებიდან შპს „მ-ას” საკუთრებაა 302.3კვ.მ ფართი, ხოლო ლ. ო-ის საკუთრებაა 1032.76კვ.მ.

მოცემულ შემთხვევაში, ლ. ო-ე შპს ,,ლ. ე. კ-ან’’ მოითხოვდა იმ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას, რომელიც 2000 წლის 19 მაისს გამართულ შპს „ტ-ის” პარტნიორთა კრებაზე სს „ბ. კ-მა” იკისრა, კერძოდ, საკუთარი არასაცხოვრებელი ფართიდან 4 მეტრის სიგანის გამოყენებით კედიას ქუჩის მხრიდან შპს „ტ-ის” ტერიტორიის საეზოვე ნაწილზე იზოლირებული შესასვლელის მოწყობის მიზნით, საჭირო მოქმედებების შესრულებას და შესაბამისი ხარჯების გაღებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევისთვის, პირველ რიგში უნდა დადგენილიყო ის გარემოება, თუ: ა. რა სახის უფლების და შესაბამისად, რა სახის ვალდებულების შესრულებას მოითხოვდა მოსარჩელე; ბ. რამდენად წარმოადგენდა ლ. ო-ე შპს „ტ-ის” (დღევანდელი შპს „მ-ის”) უფლებამონაცვლეს, რომელსაც გააჩნდა შესაბამისი მოთხოვნის უფლება, ხოლო მეორეს მხრივ – შპს „ლ. ე. კ-ი” სს „ბ. კ-ის” უფლებამონაცვლეს, ამ მოთხოვნის ადრესატს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, შეზღუდულია უფლება, რომელიც ნაწარმოებია იმ უფრო ფართო უფლებისგან, რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ შეზღუდული უფლება დამოუკიდებელი უფლებაა, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს რომელიმე მთავარი უფლების უკეთ განხორციელებასაც, მაგალითად, საკუთრების უფლების უკეთ გამოყენებას. შეზღუდული უფლებები შეიძლება იყოს როგორც სანივთო, ისე ვალდებულებითი. სანივთო შეზღუდულ უფლებათა არსებობას ადგილი აქვს აღნაგობის, სერვიტუტის და უზუფრუქტის შემთხვევებში. ვალდებულებით უფლებათა არსებობას, მაგალითად, ქირავნობის შე.თხვევაში, რომელიც საკუთრებიდან იწარმოება და წარმოადგენს საკუთრებისავე სახელშეკრულებო დატვირთვას. შეზღუდული სანივთო უფლებების თვისება ისაა, რომ ისინი მიყვებიან ძირითად უფლებას, როცა იცვლება მისი მესაკუთრე. ასეთი თვისებით ხასიათდება მხოლოდ ზოგიერთი ვალდებულებითი უფლება, მაგალითად, ქირავნობის უფლება. სანივთო შეზღუდული უფლებების წარმოშობისათვის საჭიროა მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რაც საჭირო არაა ვალდებულებითი უფლებების შემთხვევაში.

როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ სს „ბ.კ-მა”, 2000 წლის 19 მაისის ხელშეკრულებით მასზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ, იკისრა, კონტრაგენტის ქონების სარგებლობის შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით გარკვეული ხარჯის გაღების და შეთანხმებულ ადგილზე ჭიშკრის მოწყობის ვალდებულება. დავის არსებითად განხილვისას, მოსარჩელე. განმარტა, რომ ჭიშკრის მოსაწყობად განსახორციელებელ მოქმედებებში არ იგულისხმებოდა შპს „ლ. ე. კ-ის” კუთვნული ნივთის დემონტაჟი ან ამ ნივთზე სხვაგვარი ზემოქმედება. ამდენად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ჭიშკრის მოწყობა და ამისათვის სათანადო ხარჯის გაღება, არ წარმოადგენდა სანივთო უფლების შესატყვის ვალდებულებას. სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოდგებოდა იმ შეზღუდული უფლებიდან, რომელიც ვალდებულებითი და არა სანივთო ურთიერთობის პროდუქტი იყო. ამასთან, სადავო უფლება (სარჩელის მოთხოვნა) არ იყო საკუთრებიდან (ნივთიდან) ნაწარმოები და იგი არ იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნივთის სახელშეკრულებო ტვირთი.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეზე საკუთრების უფლების გადაცე.ისას მას (მოპასუხეს) არ გადაყოლია ჭიშკრის მოწყობის და საამისოდ აუცილებელი ხარჯების გაღების ვალდებულება. ამასთან, სადავო ურთიერთობაში შპს „ლ. ე. კ-ი” არ იყო სს „ბ. კ-ის” უფლებამონაცვლე და იგივე მოტივებით, არც მოსარჩელე ლ. ო-ე იყო შპს „ტ-ის” (ამჟამინდელი შპს „მ-ის”) უფლებამონაცვლე. ყოველივე აღნიშნული კი ადასტურებდა სარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჭიშკრის მოწყობა და საამისოდ საჭირო ხარჯის გაღება ვერ მიიჩნევა სანივთო უფლების შესატყვის ვალდებულებად. მოცე.ული დავის გადაწყვეტისას არსებითია ის, რომ შესასრულებელი ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის წინამორბედმა, სს „ბ. კ-მა“ იკისრა უძრავ საკუთრების უფლების გადაცე.ის სანაცვლოდ. აღნიშნული ნათლადაა ასახული შპს „ტ-ის“ №1 კრების ოქმში. აქედან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცე.ის ნამდვილობა დამოკიდებულია ვალდებულების შესრულებაზე. შესაბამისად, ცალსახაა, რომ შესასრულებელი ვალდებულება ნაწარმოებია სწორედ საკუთრებიდან (ნივთიდან) და ის არის მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ტვირთი;

სასამართლომ სამართლებრივად ასევე არასწორად შეაფასა ის, რომ აპელანტს არ შეუძლია მოითხოვოს სადავო ვალდებულების შესრულება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე შესრულებაზე ვალდებულ პირს არ წარმოადგენს. უძრავ ქონებაზე ჭიშკრის ქონა და მისით სარგებლობა მხოლოდ მესაკუთრის უფლებაა. ამდენად, მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს ჭიშკრის მოწყობა საამისოდ ვალდებული პირისაგან. უდავოა, რომ უძრავი ქონებიდან გამომდინარე მოთხოვნების წაყენების უფლება მხოლოდ მის მესაკუთრეს ძალუძს, რადგან, სხვა ნებისმიერი მესამე პირისგან განსხვავებიტ, მხოლოდ მას გააჩნია სამართლებრივი კავშირი უძრავ ნივთთან. აპელანტი ნამდვილად წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლის მიმართაც სადავო ვალდებულება უნდა შესრულდეს. შესაბამისად, იგი ნამდვილად არის სადავო ვალდებულების შესრულებაზე მოთხოვნის უფლების მქონე პირი. გარდა ამისა, სადავო ვალდებულება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების თანმდევია და ის მესაკუთრემ უნდა შეასრულოს. მოწინააღმდეგე მხარისათვის სადავო ვალდებულების დაკისრების საფუძველი ისიც არის, რომ სს „ბ. კ-მა“ ვალდებულება იკისრა, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრემ. ამ ვალდებულების წარმოშობის სხვა მიზეზი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, იგი მხოლოდ უძრავი ქონების მესაკუთღემ უნდა შეასრულოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შე.ოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შე.დეგ გარე.ოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ე.ოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზე.ოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზე.ომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ე.ოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზე.ოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ბ-ის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ლ. ო-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 300 ლარი, მათ შორის: 2013 წლის 13 აგვისტოს გადახდილი 200 ლარი, საგადახდო დავალება №2 და 2013 წლის 23 სექტემბერს გადახდილი 100 ლარი, საგადახდო დავალება № 3) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე