Facebook Twitter

საქმე №ა-2787-შ-63-2013 30 დეკემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები: 1. ტ. კ-ა

2. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარეები მოითხოვენ – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ტ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ... წლის ... მარტს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე მ-ე ლ.ს ტ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ს. მ-ის სარჩენად შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით 2012 წლის 17 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობებით მომართეს ტ. კ-ამ და რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების მომრიგებელმა მოსამართლემ და მოითხოვეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, კერძოდ, ტ.კ-ამ ითხოვა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა ალიმენტის, ხოლო სასამართლომ - სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებისა და თანდართული მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა, რომ მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, გადაწყვეტილება არც ალიმენტის დაკისრებისა და არც სახელმწიფო ბაჟის ნაწილში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ხოლო თავად გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ტ. კ-სა და რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ტ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ... წლის ... მარტს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე მ-ე ლ.ს ტ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ს. მ-ის სარჩენად შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით 2012 წლის 17 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობებით მომართეს ტ. კ-ამ და რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების მომრიგებელმა მოსამართლემ და მოითხოვეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, კერძოდ, ტ.კ-ამ ითხოვა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა ალიმენტის, ხოლო სასამართლომ – სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებისა და თანდართული მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა, რომ მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, გადაწყვეტილება არც ალიმენტის დაკისრებისა და არც სახელმწიფო ბაჟის ნაწილში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ხოლო თავად გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს არც გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილი უნდა იქნეს და მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. კ-სა და რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვსკის სასამართლო უბნის 239-ე სასამართლო დაწესებულების 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ... წლის ... მარტს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე მ-ე ლ.ს ტ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ს. მ-ის სარჩენად შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით 2012 წლის 17 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 რუბლის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე