Facebook Twitter

საქმე №ას-1113-1061-2013 17 იანვარი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

A ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ მ. მ-ის სარჩელის გამო, გ. მ-სა და ნოტარიუს დ. კ-ის მიმართ, მინდობილობის ბათილად ცნობის, მინდობილობით განხორციელებული მოქმედებების ბათილობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ის შუამადგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 1500 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქემთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, მ. მ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 1500 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

2013 წლის 18 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. მ-მა, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითარი და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 15 დღით გაგრძელების თაობაზე.

საქართველო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, მ.მ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა კიდევ 5 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 1500 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.

2014 წლის 10 იანვარს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. მ-მა და იშუამდგომლა მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადების თაობაზე.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს რომ, მ. მ-ს ორჯერ გაუგრძელა სასამართლომ საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, ამასთან, შეაფასა შუმდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. გარდა ამისა, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის განაწილვადებას. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს რომ მ. მ-ის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად. მითითებული ნორმის საფუძველზე, მ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 16 დეკემბერს გადახდილი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. მ. მ-ს (პირადი №…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 16 დეკემბერს №2275.175.1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე