Facebook Twitter

№ას-905-863-2013 13 იანვარი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „ზ. რ. ც. პ-ა“

მოწინააღმდეგე მხარეები – ც. ა-ე, მ. შ-ე, ჟ. ფ-ე, ლ. ბ-ე, ნ. გ-ე, დ. ბ-ე, დ. ხ-ი, გ. ქ-ე, დ. მ-ი, ვ. ა-ე, ნ. ყ-ე, დ. ჯ-ი, ნ. გ-ი, ნ. წ-ე, ლ. კ-ი, ლ. ც-ი, ს. ც-ე, ჟ. ჩ-ე, მ. ლ-ი, თ. ა-ი, ნ. კ-ი, შ. ვ-ე;

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების და ერთი თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ა-ემ, მ. შ-ემ, ჟ. ფ-ემ, ლ. ბ-ემ, ნ. გ-ემ, დ. ბ-ემ, დ. ხ-მა, გ. ქ-ემ, დ. მ-მა, ვ. ა-ემ, ნ. ყ-ემ, დ. ჯ-მა, ნ. გ-მა, შ. ვ-ემ, ნ. წ-ემ, ლ. კ-მა, ლ. ც-მა, ს. ც-ემ, ჟ. ჩ-ემ, მ. ლ-მა, თ. ა-მა და ნ. კ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ზ. რ. ც. პ-ის“ მიმართ სახელფასო დავალიანებისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის გადახდა მოითხოვეს შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის დეკემბერში მოხდა შპს „ზ. ს. ს-ის“ რეორგანიზაცია და მისი შპს „ზ. ც. პ-ან“ შერწყმა. აღნიშნული რეორგანიზაციის საფუძველზე თანამშრომლები გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მათ მოპასუხემ სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანება არ აუნაზღაურა.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ც. ა-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების დარჩენილი თანხის 650.66 ლარის ოდენობით გადახდა დაეკისრა. ც. ა-ეს უარი ეთქვა მოპასუხეზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების დაკისრებაზე.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ მ. შ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 628.02 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 628.02 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ჟ. ფ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 47.93 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 47.93 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ლ. ბ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 190.00 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 190.00 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ნ. გ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების ნარჩენი თანხის 145.45 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 145.45 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ დ. ბ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 390.17 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 390.17 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ დ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 365.28 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 365.28 ლარის გადახდა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ გ. ქ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 156.29 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 156.29 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ დ. მ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 127.67 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 127.67 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ვ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 239.79 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 239.79 ლარის გადახდა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ნ. ყ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 321.66 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 321.66 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ დ. ჯ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 195.20 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 195.20 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ნ. გ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 195. 20 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 195.20 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ნ. წ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 158.85 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 158.85 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ლ. კ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 205.55 ლარისა და ერთი თვის კომპენსაციის თანხის 205.55 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ლ. ც-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 332.69 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 332.69 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ს. ც-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 193.68 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 193.68 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ჟ. ჩ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 139.83 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 139.83 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ მ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 138.83 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 138.83 ლარის გადახდა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ თ. ა-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 52.14 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 52.14 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ნ. კ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 80.17 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 80.17 ლარის გადახდა დაეკისრა.

შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ შ. ვ-ის სასარგებლოდ 2011 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების 184.05 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების (კომპენსაციის) 184.05 ლარის გადახდა დაეკისრა. შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ მოსარჩელეების სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯი 300 ლარი გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს ,,ზ. რ. ც. პ-ას“ ხარვეზის შესავსებად დაუწესდა 5 დღიანი ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ჩაბარების დასტურით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინების ასლი შპს ,,ზ. რ. ც. პ-ის“ წარმომადგენელ მ. ს-ე გადასაცემად ამ უკანასკნელის თანამშრომელმა ი. დ-ემ - 2013 წლის 17 ივლისს ჩაიბარა. პალატამ განმარტა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი შეეძლო 2013 წლის 24 ივლისის ჩათვლით შეევსო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ზ. რ. პ-ის“ დირექტორმა მ. ს-ემ, შემდეგი დასაბუთებით: კერძო საჩივრის ავტორი მხოლოდ ფორმალურად არსებულ იურიდიულ პირს წარმოადგენს და რაიმე სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. ამასთან, არ ჰყავს სამედიცინო პერსონალი. შპს „ზ. რ. ც. პ-ას“ არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ზ. რ. ც. პ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით, შპს „ზ. რ. ც. პ-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და 7-დღიან ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 440 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა დაევალა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის თანამშრომელმა - ი. დ-ემ 2013 წლის 17 ივლისს ჩაიბარა. აქედან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა 2013 წლის 18 ივლისს დაიწყო და ამავე წლის 24 ივლისს ამოიწურა. დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია, რომ აპელანტი ითხოვდა როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ისე მის გადავადებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის განთავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას კი, მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკმარისს არ წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესიდან ირკვევა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება, შესაბამისი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.

რაც შეეხება, კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გათავისუფლებულიყო მხარე სახელმწიოფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან, არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის დანაწესს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება იურიდიულ პირზე, მხოლოდ მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შპს „ზ. რ. ც. პ-ის“ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ზ. რ. ც. პ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე