Facebook Twitter

საქმე №ა-200-შ-7-2014 31 იანვარი, 2014 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ა. კ. დ-ლ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ვ. ი. ა-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შვილად ამყვანისა და შვილად ასაყვანის 27.11.2012 წლის განცხადების საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის მ. ა-ის, დაბადებული ... წ. ჭიათურაში (დაბადება რეგისტრირებულია თბილისის/საქართველო მოქალაქეთა რეგისტრაციის სამსახურში, დაბადების სარეგისტრაციო ნომერი: ...), ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი, მცხოვრები: …, -შვილად ასაყვანი-, შვილად აყვანა ა. კ. დ-ის მიერ, დაბადებული ... წ., მოქალაქეობა: გერმანიის, ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი, მცხოვრები: ..., -შვილად ამყვანი-. შვილად აყვანილი ამიერიდან ატარებს გვარს დ-ლ.

მ. ა-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შვილად ამყვანისა და შვილად ასაყვანის 27.11.2012 წლის განცხადების საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის მ. ა-ის, დაბადებული ... წ. ჭიათურაში (დაბადება რეგისტრირებულია თბილისის/საქართველო მოქალაქეთა რეგისტრაციის სამსახურში, დაბადების სარეგისტრაციო ნომერი: ...), ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი, მცხოვრები: …, -შვილად ასაყვანი-, შვილად აყვანა ა. კ. დ-ის მიერ, დაბადებული ... წ., მოქალაქეობა: გერმანიის, ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი, მცხოვრები: ..., -შვილად ამყვანი-. შვილად აყვანილი ამიერიდან ატარებს გვარს დ-ლ. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 24 მაისიდან. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. მ. ა-ის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში. შუამდგომლობის ავტორმა ასევე წარმოადგინა ა. კ. დ-ის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლიდანაც ირკვევა მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებულობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში იხილება მ. ა-ის შუამდგომლობა შვილად აყვანის თაობაზე ვანგენის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ და ა. კ. დ-ი თანახმაა უზენაესმა სასამართლომ ცნოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შვილად ამყვანისა და შვილად ასაყვანის 27.11.2012 წლის განცხადების საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის მ. ა-ის, დაბადებული ... წ. ჭიათურაში (დაბადება რეგისტრირებულია თბილისის/საქართველო მოქალაქეთა რეგისტრაციის სამსახურში, დაბადების სარეგისტრაციო ნომერი: ...), ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი, მცხოვრები: …, -შვილად ასაყვანი-, შვილად აყვანა ა. კ. დ-ის მიერ, დაბადებული ... წ., მოქალაქეობა: გერმანიის, ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი, მცხოვრები: ..., -შვილად ამყვანი-. შვილად აყვანილი ამიერიდან ატარებს გვარს დ-ლ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები თ. თოდრია

პ. ქათამაძე