საქმე №ა-2656-შ-61-2013 9 იანვარი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ე-რ
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ე-რ
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – თურქეთის ქ.სტამბოლის მე-11 იურიდიული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენი
დავის საგანი – მეურვეობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თურქეთის ქ.სტამბოლის მე-11 იურიდიული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით მ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საფანჯას რაიონის ქ.საქარიაში მცხოვრები (ტომი N3, ოჯახი N2, პირადი N20, მშობლები: მ. რ-ი და ე. ს-ა), ... წლის ... აგვისტოს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე (პ/N...) ი. ე-ის მეურვედ დაინიშნა მასთან მცხოვრები, ... წლის ... ივნისს დაბადებული თურქეთის მოქალაქე (პ/N...) მ. ე-ი, ამავე განაჩენით განისაზღვრა მეურვის ვალდებულება, სამეურვეო პირისათვის შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში სასამართლოს ინფორმირების თაობაზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ე-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი თურქეთის ქ.სტამბოლის მე-11 იურიდიული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენის აპოსტილით დამოწმებული ასლისა მისი ქართულენოვანი თარგმანის (სანოტარო დამოწმებით) შესწავლით ირკვევა, რომ საქმე განხილულ იქნა ღია სხდომაზე და მასში მონაწილეობდა როგორც მოსარჩელე, ისე სამეურვეო პირი, ხოლო მ. ე-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესწავლით დასტურდება ის გარემოება, რომ მეურვე საქართველოს მოქალაქეა.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება ის გარემოება, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში, ასევე დასტურდება მოთხოვნის იურიდიული ინტერესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მ. ე-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ე-ის შუამდგომლობა თურქეთის ქ.სტამბოლის მე-11 იურიდიული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თურქეთის ქ.სტამბოლის მე-11 იურიდიული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენით მ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საფანჯას რაიონის ქ.საქარიაში მცხოვრები (ტომი N3, ოჯახი N2, პირადი N20, მშობლები: მ. რ-ი და ე. ს-ა), ... წლის ... აგვისტოს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე (პ/N...) ი. ე-ის მეურვედ დაინიშნა მასთან მცხოვრები, ... წლის ... ივნისს დაბადებული თურქეთის მოქალაქე (პ/N...) მ. ე-ი, ამავე განაჩენით განისაზღვრა მეურვის ვალდებულება, სამეურვეო პირისათვის შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში სასამართლოს ინფორმირების თაობაზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ე-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი თურქეთის ქ.სტამბოლის მე-11 იურიდიული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენის აპოსტილით დამოწმებული ასლისა მისი ქართულენოვანი თარგმანის (სანოტარო დამოწმებით) შესწავლით ირკვევა, რომ საქმე განხილულ იქნა ღია სხდომაზე და მასში მონაწილეობდა როგორც მოსარჩელე, ისე სამეურვეო პირი, ხოლო მ. ე-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესწავლით დასტურდება ის გარემოება, რომ მეურვე საქართველოს მოქალაქეა.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება ის გარემოება, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში, ასევე დასტურდება მოთხოვნის იურიდიული ინტერესი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, თურქეთის ქ.სტამბოლის მე-11 იურიდიული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ე-ის შუამდგომლობა თურქეთის ქ.სტამბოლის მე-11 იურიდიული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად თურქეთის ქ.სტამბოლის მე-11 იურიდიული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განაჩენი, რომლითაც საფანჯას რაიონის ქ.საქარიაში მცხოვრები (ტომი N3, ოჯახი N2, პირადი N20, მშობლები: მ. რ-ი და ე. ს-ა), ... წლის ... აგვისტოს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე (პ/N...) ი. ე-ის მეურვედ დაინიშნა მასთან მცხოვრები, ... წლის ... ივნისს დაბადებული თურქეთის მოქალაქე (პ/N...) მ. ე-ი და რომელი განაჩენითაც განისაზღვრა მეურვის ვალდებულება, სამეურვეო პირისათვის შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში სასამართლოს ინფორმირების თაობაზე.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე