Facebook Twitter

№ა-3076-შ-81-2013 27 იანვარი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბ. ზ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ე-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ცელეს უმაღლესი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ცელეს უმაღლესი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განაჩენით შეწყდა მხარეებს (მ. ე-ლ და ბ.ზ-ას) შორის 2004 წლის 17 აგვისტოს საქართველოში, ბათუმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის № 0037764).

ბ. ზ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ბ. ზ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ბ. ზ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ცელეს უმაღლესი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განაჩენით შეწყდა მხარეებს (მ. ე-ლ და ბ. ზ-ას) შორის 2004 წლის 17 აგვისტოს საქართველოში, ბათუმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის № 0037764).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის ცელეს უმაღლესი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა მხარეებს (მ. ე-ლ და ბ. ზ-ას) შორის 2004 წლის 17 აგვისტოს საქართველოში, ბათუმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის № 0037764), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ზ-ას შუამდგომლობა გერმანიის ცელეს უმაღლესი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ცელეს უმაღლესი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა მხარეებს (მ. ე-ლ და ბ. ზ-ას) შორის 2004 წლის 17 აგვისტოს საქართველოში, ბათუმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის № 0037764).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე