Facebook Twitter

საქმე №ა-3337-შ-88-2013 17 იანვარი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ვ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის პინსკის რაიონის და ქ.პინსკის სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის პინსკის რაიონის და ქ.პინსკის სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ს. ასულ ბ-სა (ქალიშვილობის გვარი ხ-ი) და გ. გ. ძე ბ-ს შორის 1985 წლის 16 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის ქორწინების სასახლეში დარეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით №3676 შეწყდა.

ვ. ბ-ის წარმომადგენელმა ე. მ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის პინსკის რაიონის და ქ.პინსკის სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ვ. ბ-ის შუამდგომლობა მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. ბ-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის პინსკის რაიონის და ქ.პინსკის სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის პინსკის რაიონის და ქ.პინსკის სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ს. ასულ ბ-სა (ქალიშვილობის გვარი ხ-ი) და გ. გ. ძე ბ-ს შორის 1985 წლის 16 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის ქორწინების სასახლეში დარეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით №3676 შეწყდა.

წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ ვ. ბ-ის სარჩელი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია მოპასუხე გ. ბ-ს, მაგრამ გადაწყვეტილებით დასტურდება რომ ის სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2005 წლის 11 თებერვალს შევიდა. ვ. ბ-სა და გ. ბ-ს შორის ქორწინება 1985 წლის 16 ნოემბერს საქართველოში დარეგისტრირდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის პინსკის რაიონის და ქ.პინსკის სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ბ-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის პინსკის რაიონის და ქ.პინსკის სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის პინსკის რაიონის და ქ.პინსკის სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ს. ასულ ბ-სა (ქალიშვილობის გვარი ხ-ი) და გ. გ. ძე ბ-ს შორის 1985 წლის 16 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის ქორწინების სასახლეში დარეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით №3676 შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები პ. სილაგაძე

ბ. ალავიძე