№ა-3635-შ-96-2013 27 იანვარი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ. თ-ი (წარმომადგენელი ნ. გ-ე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის მემკვიდრეობისა და საოჯახო საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის მემკვიდრეობისა და საოჯახო საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ მხარეები – მ. ბ-ე და დ. თ-ი, რომელთა ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოში, ქ.თბილისში.
დ. თ-მა, წარმომადგენელ ნ. გ-ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დ. თ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ დ. თ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის მემკვიდრეობისა და საოჯახო საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ მხარეები – მ. ბ-ე და დ. თ-ი, რომელთა ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოში, ქ.თბილისში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის მემკვიდრეობისა და საოჯახო საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც განქორწინდნენ მხარეები – მ. ბ-ე და დ. თ-ი, რომელთა ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოში, ქ.თბილისში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. თ-ის შუამდგომლობა აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის მემკვიდრეობისა და საოჯახო საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის მემკვიდრეობისა და საოჯახო საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც განქორწინდნენ მხარეები – მ. ბ-ე და დ. თ-ი, რომელთა ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოში, ქ.თბილისში.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე