№ას-1224-1169-2013 24 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს. ბ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ჩ-ე, ნ. ლ-ე, ი. რ-ა (ი. თ-ის უფლებამონაცვლე), ვ. ჭ-ა, ნ. რ-ე, მ. კ-ე, გ. გ-ა, ნ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.1. შპს „ნ+-სს“ სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1537838.86 ლარი. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მ. ცა-ის (ს.კ. ....), ზ. მ-ის (ს.კ. ...) და ა.მ-ის (ს.კ. ...) სახელზე რიცხული უძრავი ნივთები - მდებარე, თბილისი, ჭ-ის გამზირი #49ბ;
1.2. სს „ს. ბ-ის“ სარჩელი შპს „ნ+-ის“ მიმართ 1 045 006.13 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
1.3. სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-სა და ნ. ს-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
2. ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-სა და ნ. ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2.1. 2007 წლის 25 მაისის #708542ა იპოთეკის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-სა და ნ. ს-ის უძრავი ნივთების იპოთეკით დატვირთვის ნაწილში;
3. სარჩელი გ. ა-ის, ლ. ლ-სა და დ. ქ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა;
4. შპს „ნ+-სს“, მ. ც-ს, ზ. მ-სა და ა. მ-ს დაეკისრათ 2950 ლარის გადახდა სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
5. სს „ს. ბ-ს“ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-სა და ნ. ს-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელთა მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს „ს. ბ-მა“, რომელმაც მოითხოვა ამ გადწყვეტილების 1.3, მე-2, მე-3 (დ. ქ-ის ნაწილში) და მე-5 პუნქტების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ბ-მა“, რომელიც მოითხოვს ამ განჩინებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც: 1. სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-სა და ნ. ს-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტი); 2. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2007 წლის 25 მაისის #708542ა იპოთეკის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-სა და ნ. ს-ის უძრავი ნივთების იპოთეკით დატვირთვის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-2.1 პუნქტები); 3. სს „ს. ბ-ს“ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-სა და ნ. ს-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელთა მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი). კასატორი მოითხოვს მითითებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებასა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 იანვრის განჩინებით სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
2014 წლის 10 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომელმაც წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი, მოითხოვა მორიგების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
2014 წლის 6 თებერვლის შეთანხმება მორიგების შესახებ (შემდეგში - შეთანხმება) დადებულია შემდეგ მხარეებს შორის:
1. სს „ს. ბ-ი“, ს.ნ:204378869, მისამართი: ქ.თბილისი, გ-ის ქუჩა #29ა, წარმომადგენელი დ. ჩ-ა;
2. ქ. ჩ-ე (პ/#...); ნ. ლ-ე (პ/#...); ი. რ-ა (პ/#...); ვ. ჭ-ა (პ/#...); ნ. რ-ე (პ/#...); მ. კ-ე (პ/#...); გ. გ-ა (პ/#...); ნ. ს-ე (პ/#...).
ზემოაღნიშნული შეთანხმებით:
1. მხარეები აღიარებენ და ადასტურებენ, რომ:
1.1. სს „ს. ბ-ს“ და მსესხებელ – შპს „ნ+-ს (ს/ ...) შორის 2007 წლის 25 მაისს გაფორმებული იქნა საკრედიტო ხაზით მომსახურების @№708542 ხელშეკრულება. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს. ბ-ა“ და ი.ბ.ა. „ჩ-ს“ შორის 2007 წლის 25 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №708542ა, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ი.ბ.ა. „ჩ-ის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი მდებარე: თბილისი, ი.ჭ-ის გამზირი №49ბ.
1.2. სს „ს. ბ-ის“ მიერ სარჩელი იქნა აღძრული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „ნ+“-ის და იპოთეკის საგნის მესაკუთრეების მიმართ დავალიანების გადახდის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით. იპოთეკის საგნის მესაკუთრეების ნაწილის მიერ ბანკის სარჩელზე შემოტანილ იქნა შეგებებული სარჩელი – იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით;
1.2.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის №4675-12 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ს. ბ-ის“ სარჩელი:
ა) შპს „ნ+“-ს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 1 537 838,86 ლარის გადახდა. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მა. ცა-ის, ზ. მ-ის და ა. მ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ი.ჭ.ის გამზირი №49ბ.
ბ) სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნა ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. რ-ას (ი. თ-ის უფლებამონაცვლე), ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-ას და ნ. ს-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
გ) ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. რ-ას (ი. თ-ის უფლებამონაცვლე), ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-ას და ნ. ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 25 მაისის #708542-ა იპოთეკის ხელშეკრულება - ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-ას და ნ. ს-ის უძრავი ნივთის იპოთეკით დაიტვირთვის ნაწილში.
1.2.2. სს „ს. ბ-ის“ მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის №4675-12 გადაწყვეტილება იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასაართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის №2ბ/503-13 განჩინებით უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013წლის 18 ოქტომბრის №2ბ/503-13 განჩინება, საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა სს „ს. ბ-ის“ მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
2. მხარეები თანხმდებიან, რომ:
2.1. ქ. ჩ-ე, ნ. ლ-ე, ი. რ-ა (ი. თ-ის უფლებამონაცვლე), ვ. ჭ-ა, ნ. რ-ე, მ. კ-ე, გ. გ-ა და ნ. ს-ე აცხადებენ თანხმობას მასზედ, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში 5000 აშშ დოლარით იქნება შემცირებული შპს „ნ+“-ის საკრედიტო ვალდებულება, გამომდინარე 2007 წლის 25 მაისის საკრედიტო ხაზით მომსახურების №708542 ხელშეკრულებიდან;
2.2. სს „ს. ბ-ი“ თანახმაა 2.1. პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემთხვევაში, გასცეს წერილი იპოთეკის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე: ქ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...; №...); ნ. ლ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...; №...); ვ. ჭ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი № ...); ნ. რ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...); მ. კ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...); გ. გ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...; №...); ნ. ს-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...); ი. რ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...);
2.3. მხარეები ადასტურებენ და გამოხატავენ ნებას მასზედ, რომ წინამდებარე შეთანხმება წარდგენილი იქნას დასამტკიცებლად საქართველოს უზენაეს სასამართლოში;
2.4. ქ. ჩ-ე, ნ. ლ-ე, ი. რ-ა (ი. თ-ის უფლებამონაცვლე); ვ. ჭ-ა, ნ. რ-ე, მ. კ-ე, გ. გ-ა და ნ. ს-ე ადასტურებენ, რომ არანაირი პრეტენზია (მოთხოვნა) ბანკის მიმართ (გამომდინარე სს „ს. ბ-სა“ და შპს „ნ+“-ს შორის გაფორმებული №708542 საკრედიტო ხელშეკრულებიდან და, ასევე, გამომდინარე სს „ს. ბ-სა“ და იბა „ჩ-ს“ შორის გაფორმებული №708542ა იპოთეკის ხელშეკრულებიდან, ან/და ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სხვა გარიგებიდან გამომდინარე) არ გააჩნიათ. თავის მხრივ, სს „ს. ბ-ი“ ადასტურებს, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდგომ, არ ექნება რაიმე პრეტენზია აღნიშნული პირების მიმართ სს „ს. ბ-სა“ და შპს „ნ+“-ს შორის გაფორმებული №708542 საკრედიტო ხელშეკრულებიდან და სს „ს. ბ-სა“ და იბა „ჩ-ს“ შორის გაფორმებული №798542ა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე;
2.5. ქ. ჩ-ე, ნ. ლ-ე, ი. რ-ა (ი. თ-ის უფლებამონაცვლე), ვ. ჭ-ა, ნ. რ-ე, მ. კ-ე, გ. გ-ა და ნ. ს-ე ადასტურებენ, რომ წინამდებარე შეთანხმება სრულად შეესაბამება მათ ნებას და ადგილი არ ჰქონია სს „ს. ბ-ის“ ან/და მესამე პირების მხრიდან რაიმე სახის მოტყუებას ან/და იძულებას;
2.6. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის (ამოქმედდება) მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, ამიტომ კასატორ სს „ს. ბ-ს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
I. დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა და დამტკიცდეს, ერთის მხრივ, სს „ს. ბ-სა“ და, მეორეს მხრივ, ქ. ჩ-ეს (პ/#...); ნ. ლ-ეს (პ/#....); ი. რ-ას (პ/#...); ვ. ჭ-ას (პ/#...); ნ. რ-ეს (პ/#...); მ. კ-ეს (პ/#...); გ. გ-ას, (პ/#...); ნ. ს-ეს (პ/#...) შორის 2014 წლის 6 თებერვალს დადებული შეთანხმება (მორიგების აქტი) შემდეგი პირობებით:
1. ქ. ჩ-ე, ნ. ლ-ე, ი. რ-ა (ი. თ-ის უფლებამონაცვლე), ვ. ჭ-ა, ნ. რ-ე, მ. კ-ე, გ. გ-ა და ნ. ს-ე აცხადებენ თანხმობას მასზედ, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში 5000 აშშ დოლარით იქნება შემცირებული შპს „ნ+“-ის საკრედიტო ვალდებულება, გამომდინარე 2007 წლის 25 მაისის საკრედიტო ხაზით მომსახურების №708542 ხელშეკრულებიდან;
2. სს „ს. ბ-ი“ თანახმაა 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემთხვევაში, გასცეს წერილი იპოთეკის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე: ქ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...; №...); ნ. ლ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...; №...); ვ. ჭ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი № ...); ნ. რ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...); მ. კ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...); გ. გ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...; №...); ნ. ს-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...); ი. რ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...);
3. მხარეები ადასტურებენ და გამოხატავენ ნებას მასზედ, რომ წინამდებარე შეთანხმება წარდგენილი იქნას დასამტკიცებლად საქართველოს უზენაეს სასამართლოში;
4. ქ. ჩ-ე, ნ. ლ-ე, ი. რ-ა (ი. თ-ის უფლებამონაცვლე); ვ. ჭ-ა, ნ. რ-ე, მ. კ-ე, გ. გ-ა და ნ. ს-ე ადასტურებენ, რომ არანაირი პრეტენზია (მოთხოვნა) ბანკის მიმართ (გამომდინარე სს „ს. ბ-სა“ და შპს „ნ+“-ს შორის გაფორმებული №708542 საკრედიტო ხელშეკრულებიდან და, ასევე, გამომდინარე სს „ს. ბ-სა“ და იბა „ჩ-ს“ შორის გაფორმებული №708542ა იპოთეკის ხელშეკრულებიდან, ან/და ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სხვა გარიგებიდან გამომდინარე) არ გააჩნიათ. თავის მხრივ, სს „ს. ბ-ი“ ადასტურებს, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდგომ, არ ექნება რაიმე პრეტენზია აღნიშნული პირების მიმართ სს „ს. ბ-სა“ და შპს „ნ+“-ს შორის გაფორმებული №708542 საკრედიტო ხელშეკრულებიდან და სს „ს. ბ-სა“ და იბა „ჩ-ს“ შორის გაფორმებული №798542ა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე;
5. ქ. ჩ-ე, ნ. ლ-ე, ი. რ-ა (ი. თ-ის უფლებამონაცვლე), ვ. ჭ-ა, ნ. რ-ე, მ. კ-ე, გ. გ-ა და ნ. ს-ე ადასტურებენ, რომ წინამდებარე შეთანხმება სრულად შეესაბამება მათ ნებას და ადგილი არ ჰქონია სს „ს. ბ-ის“ ან/და მესამე პირების მხრიდან რაიმე სახის მოტყუებას ან/და იძულებას;
6. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის (ამოქმედდება) მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან;
II. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტი, მე-2 პუნქტი, მე-2.1 პუნქტი, მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება;
III. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
IV. სს „ს. ბ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადახდის თარიღი – 2013 წლის 27 დეკემბერი, საგადახდო დავალება №1089) – 8 000 ლარი;
V. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე