საქმე №ა-2586-შ-59-2013 3 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ე. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - კ. ლ. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა, არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. კ. ა-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება ... წლის ... დეკემბერს სირიის არაბთა რესპუბლიკის ლატაკიის პროვინციის ქ.ჯ-ი დაბადებული არასრულწლოვანი შვილის, ჯ. ა-ის მიმართ, ხოლო მშობლის უფლების ჩამორთმევის გამო, არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის, ვინაიდან აღარ არსებობდა მამის თანხმობის აუცილებლობა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. გ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დროებითი ბინადრობის მოწმობის თანახმად, მას საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია ადგილსამყოფელი.
დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვაზე, თუმცა არ გამოცხადებულა, დგინდება ის გარემოებაც, რომ მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობდა საქმის განხილვაში, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, ის კანონიერ ძალაში შესულია 2003 წლის 7 მაისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ე. გ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. გ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. კ. ა-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება ... წლის ... დეკემბერს სირიის არაბთა რესპუბლიკის ლატაკიის პროვინციის ქ.ჯ-ი დაბადებული არასრულწლოვანი შვილის, ჯ. ა-ის მიმართ, ხოლო მშობლის უფლების ჩამორთმევის გამო, არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის, ვინაიდან აღარ არსებობდა მამის თანხმობის აუცილებლობა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. გ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დროებითი ბინადრობის მოწმობის თანახმად, მას საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია ადგილსამყოფელი.
დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვაზე, თუმცა არ გამოცხადებულა, დგინდება ის გარემოებაც, რომ მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობდა საქმის განხილვაში, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, ის კანონიერ ძალაში შესულია 2003 წლის 7 მაისიდან.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ. კ. ა-ის ... წლის ... დეკემბერს სირიის არაბთა რესპუბლიკის ლატაკიის პროვინციის ქ.ჯ-ი დაბადებული არასრულწლოვანი შვილის, ჯ. ა-ის მიმართ, მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. გ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ბელორეჩენსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ. კ. ა-ის ... წლის ... დეკემბერს სირიის არაბთა რესპუბლიკის ლატაკიის პროვინციის ქ.ჯ-ი დაბადებული არასრულწლოვანი შვილის, ჯ. ა-ის მიმართ, მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე