№ა-3339-შ-90-2013 6 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. პ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ო. შ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ისაკლინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ისაკლინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ო. ნ.ს ასულ შ-ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები ქალიშვილის – მ. ნ.ს ასული პ-ას, დაბადებულის ... წლის ... სექტემბერს, მიმართ.
ნ. პ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, დასახელებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ნ. პ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. პ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ისაკლინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ო. ნ.ს ასულ შ-ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები ქალიშვილის – მ. ნ.ს ასული პ-ას, დაბადებულის ... წლის ...სექტემბერს, მიმართ.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ისაკლინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ო. ნ.ს ასულ შ-ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები ქალიშვილის – მ. ნ.ს ასული პ-ას, დაბადებულის ... წლის ... სექტემბერს, მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. პ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ისაკლინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ისაკლინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ო. ნ.ს ასულ შ-ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები ქალიშვილის – მ. ნ.ს ასული პ-ას, დაბადებულის ... წლის ... სექტემბერს, მიმართ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე