საქმე №ა-3394-შ-92-2013 20 თებერვალი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ხ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის გიოპინგენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის გიოპინგენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ანულირებული იქნა გ. გ-სა და ვ. ხ-ს შორის ............. წ. თელავი/საქართველოს მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №.....).
გ. გ-ის წარმომადგენელმა გ. ფ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის გიოპინგენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის წარმომადგენელ გ. ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის გიოპინგენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის გიოპინგენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის გიოპინგენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ანულირებული იქნა გ. გ-სა და ვ. ხ-ს შორის ............ წ. თელავი/საქართველოს მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №...............). საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული 2012 წლის 20 დეკემბრიდან. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში კანონის შესაბამისად.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
გერმანიის გიოპინგენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის გიოპინგენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის გიოპინგენის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ანულირებული იქნა გ. გ-სა და ვ. ხ-ს შორის ......... წ. თელავი/საქართველოს მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №........).
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე