საქმე№ა-3938-შ-101-2013 27 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ზ. შ. ქ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. პ-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე AC № 190г/2012)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე AC № 190г/2012) შპს „მ. პ-ს“ (…) (საქართველო) შპს „ზ. შ. ქ-ის“ სასარგებლოდ (უკრაინა) დაეკისრა 161 773 აშშ დოლარი - ძირითადი ვალი, 29 442,14 აშშ დოლარი - ჯარიმა საქონლის გადასახადის ვადის გადაცილებისათვის, 8 796,56 აშშ დოლარი - საარბიტრაჟო შეგროვების გადასახადის ხარჯების ანაზღაურება, და ჯამში 200 011 (ორასი ათას თერთმეტი) აშშ დოლარი და 70 ცენტი. სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. საარბიტრაჟო შეგროვება 401,98 აშშ დოლარის ოდენობით ჩაირიცხოს მოსარჩელეს ანგარიშზე. გადაწყვეტილება არის საბოლოო და მოითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას.
შპს „ზ. შ. ქ-ნის“ წარმომადგენელმა კ. ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით შპს „ზ. შ. ქ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე AC № 190г/2012) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს „ზ. შ. ქ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე AC № 190г/2012) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე AC № 190г/2012) შპს „მ. პ-ს“ (…) (საქართველო) შპს „ზ. შ. ქ-ის“ სასარგებლოდ (უკრაინა) დაეკისრა 161 773 აშშ დოლარი - ძირითადი ვალი, 29 442,14 აშშ დოლარი - ჯარიმა საქონლის გადასახადის ვადის გადაცილებისათვის, 8 796,56 აშშ დოლარი - საარბიტრაჟო შეგროვების გადასახადის ხარჯების ანაზღაურება, და ჯამში 200 011 (ორასი ათას თერთმეტი) აშშ დოლარი და 70 ცენტი. სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. საარბიტრაჟო შეგროვება 401,98 აშშ დოლარის ოდენობით ჩაირიცხოს მოსარჩელეს ანგარიშზე. გადაწყვეტილება არის საბოლოო და მოითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 28 თებერვლიდან, მოპასუხე - შპს „მ. პ-ი“ სათანადოდ იყო ინფორმირებული მოცემული საქმის განხილვის შესახებ.
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია მხარეთა შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული კონტრაქტი №21-10/C და 2011 წლის პირველი დეკემბრის დამატებითი ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა, დავის შემთხვევაში, განსაზღვრეს დავის გადაწყვეტის სამართალი და გააფორმეს საარბიტრაჟო შეთანხმება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ზ. შ. ქ-ის“ შუამდგომლობა აკმაყოფილებს „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების“ ნიუ-იორკის კონვენციის მოთხოვნებს, ხოლო „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო („არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლების მოთხოვნებს, ამდენად, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე AC № 190г/2012) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
„უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით სრულად დაკმაყოფილდა შპს „ზ. შ. ქ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე AC № 190г/2012) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, შპს „მ. პ-ს“ შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი.
რაც შეეხება შპს „ზ. შ. ქ-ის“ წარმომადგენლის კ. ა-ის შუამდგომლობას მოპასუხისთვის სამართლებრივი მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების დავის საგნის 4%-ის ოდენობით დაკისრების თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად სამართლებრივი მომსახურების გამო გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სასამართლოში წარმოდგენილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ ნიუ-იორკის კონვენციით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ზ. შ. ქ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე AC № 190г/2012) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე AC № 190г/2012), რომლითაც შპს „მ. პ-ს“ (…) (საქართველო) შპს „ზ. შ. ქ-ის“ სასარგებლოდ (უკრაინა) დაეკისრა 161 773 აშშ დოლარი - ძირითადი ვალი, 29 442,14 აშშ დოლარი - ჯარიმა საქონლის გადასახადის ვადის გადაცილებისათვის, 8 796,56 აშშ დოლარი - საარბიტრაჟო შეგროვების გადასახადის ხარჯების ანაზღაურება, და ჯამში 200 011 (ორასი ათას თერთმეტი) აშშ დოლარი და 70 ცენტი. სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. საარბიტრაჟო შეგროვება 401,98 აშშ დოლარის ოდენობით ჩაირიცხოს მოსარჩელეს ანგარიშზე. გადაწყვეტილება არის საბოლოო და მოითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას.
3. შპს „მ. პ-ს“ შპს „ზ. შ. ქ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი.
4. შპს „ზ. შ. ქ-ის“ შუამდგომლობა მოპასუხისთვის სამართლებრივი მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე