Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-239-224-2014 17 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ პ. რ-ა, გ. ს-ი, ი. კ-ა, თ. ნ-ი, ტ. ჩ-ა (მოსარჩელეეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით პ. რ-ას, გ. ს-ის, ი. კ-ას, თ. ნ-სა და ტ. ჩ-ას სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თოაბაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პ. რ-ამ, გ. ს-მა, ი. კ-ამ, თ. ნ-მა, ტ. ჩ-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ. რ-ას, გ. გ-ის, ი. კ-ას, თ. ნ-სა და ტ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება ნაწილობრივ და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. პ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,

ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პ. რ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარისა და 903 ლარის ანაზღაურება; ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პ. რ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ყოველდღიურად 903 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა 2011 წლის 1 ივნისიდან - 903 ლარის ანაზღაურებამდე და ყოველდღიურად 2000 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა 2011 წლის 1 აგვისტოდან - 2000 ლარის ანაზღაურებამდე; გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარისა და 903 ლარის ანაზღაურება; ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველდღიურად 903 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა 2011 წლის 1 ივნისიდან - 903 ლარის ანაზღაურებამდე და ყოველდღიურად 2000 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა 2011 წლის 1 აგვისტოდან - 2000 ლარის ანაზღაურებამდე; თ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს თ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 ლარისა და 1129 ლარის ანაზღაურება; ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს თ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველდღიურად 1129 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა 2011 წლის 1 ივნისიდან - 1129 ლარის ანაზღაურებამდე და ყოველდღიურად 2500 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა 2011 წლის 1 აგვისტოდან - 2500 ლარის ანაზღაურებამდე; ტ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ტ. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარისა და 677 ლარის ანაზღაურება; ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ტ. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ყოველდღიურად 677 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა 2011 წლის 1 ივნისიდან - 677 ლარის ანაზღაურებამდე და ყოველდღიურად 1500 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა 2011 წლის 1 აგვისტოდან - 1500 ლარის ანაზღაურებამდე; ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ი. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 451 ლარის ანაზღაურება; ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ი. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ყოველდღიურად 451 ლარის 0.07 პროცენტის გადახდა 2011 წლის 1 ივნისიდან - 451 ლარის ანაზღაურებამდე.

.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ს. კ-ემ ჩაიბარა 2014 წლის 16 იანვარს (იხ. ტ.2, ს.ფ.137). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 17 იანვარს და ამოიწურა 2014 წლის 6 თებერვალს, ხოლო საკასაციო საჩივარი ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ს. კ-ემ და მ. დ-ამ შეიტანეს 2014 წლის 7 თებერვალს (იხ. ტ.2, ს.ფ.143-150) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია