საქმე №ა-3256-შ-85-2013 4 მარტი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები: 1. ბელარუსის რესპუბლიკის საგადასახადო და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექცია; ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლო
2. შპს ჰოლდინგ „ბ. ო-ის“ მმართველი კომპანიის ფილიალი „…“, ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – ერთობლივი საწარმო „G. B-L“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ერთობლივ საწარმო „G. B-ს“ (საქართველო, ქ.ქუთაისი, ს-ას ქN2) ღია სააქციო საზოგადოება „ბ. ო-ის“ მმართველი კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 35 343,58 აშშ დოლარის გადახდა, მათ შორის 20 500,01 აშშ დოლარი - ძირითადი დავალიანება, ხოლო 14 843,57 აშშ დოლარი - ვალდებულების შესრულების ვადის (17.07.2012 წლიდან 24.10.2012 წლამდე) გადაცილებისათვის ჯარიმა, ამავე გადაწყვეტილებით ერთობლივ საწარმო „G. B-ს“ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - (1451,35 აშშ დოლარის ეკვივალენტი) 12 684 836 ბელარუსული რუბლის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის საგადასახადო და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციამ, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესმა სამეურნეო სასამართლომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
დავალიანებისა და ჯარიმის დაკისრების ნაწილში ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვეს ასევე შპს ჰოლდინგ „ბ. ო-ის“ მმართველი კომპანიის ფილიალ „…“ და ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესმა სამეურნეო სასამართლომ.
შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებითა და თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, არ არის აღსრულებული მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. სასამართლო ბრძანებები), დასტურდება ის გარემოებაც, რომ მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა (იხ. სასამართლო გადაწყვეტილება, შეტყობინება დოკუმენტის ჩაბარების შესახებ).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის საგადასახადო და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის, ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოსა და შპს ჰოლდინგ „ბ. ო-ის“ მმართველი კომპანიის ფილიალი „…“, შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელარუსის რესპუბლიკის საგადასახადო და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის, ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოსა და შპს ჰოლდინგ „ბ. ო-ის“ მმართველი კომპანიის ფილიალი „…“, შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ერთობლივ საწარმო „G. B-ს“ (საქართველო, ქ.ქუთაისი, ს-ას ქN2) ღია სააქციო საზოგადოება „ბ. ო-ის“ მმართველი კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 35 343,58 აშშ დოლარის გადახდა, მათ შორის 20 500,01 აშშ დოლარი - ძირითადი დავალიანება, ხოლო 14 843,57 აშშ დოლარი - ვალდებულების შესრულების ვადის (17.07.2012 წლიდან 24.10.2012 წლამდე) გადაცილებისათვის ჯარიმა, ამავე გადაწყვეტილებით ერთობლივ საწარმო „G. B-ს“ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - (1451,35 აშშ დოლარის ეკვივალენტი) 12 684 836 ბელარუსული რუბლის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის საგადასახადო და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციამ, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესმა სამეურნეო სასამართლომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
დავალიანებისა და ჯარიმის დაკისრების ნაწილში ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვეს ასევე შპს ჰოლდინგ „ბ. ო-ის“ მმართველი კომპანიის ფილიალ „…“ და ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესმა სამეურნეო სასამართლომ.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ: ა) ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ბ) გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული; გ) მოპასუხე საქმის განხილვის დრისა და ადგილის თაობაზე ინფორმირებული იყო სათანადოდ, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელარუსის რესპუბლიკის საგადასახადო და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის, ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოსა და შპს ჰოლდინგ „ბ. ო-ის“ მმართველი კომპანიის ფილიალი „…“, შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლესი სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება ერთობლივი საწარმო „G. B-ისათვის“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ. ო-ის“ მმართველი კომპანიის სასარგებლოდ 35 343,58 აშშ დოლარის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - (1451,35 აშშ დოლარის ეკვივალენტი) 12 684 836 ბელარუსული რუბლის დაკისრების ნაწილში.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე