Facebook Twitter

№ა-3307-შ-87-2013 13 მარტი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ა-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ-ვ-ა“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე № 14/172-11) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე № 14/172-11) შპს „პ-ვ-ას“ (რეგისტრაციის ადგილი: 0159, საქართველოს რესპუბლიკა, ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ა-ის ქუჩისა და საქართველოს სამხედრო გზის გზაჯვარედინი; საიდენტიფიკაციო კოდი საქართველოს რესპუბლიკაში: ...; საბანკო რეკვიზიტები: ანგარიშის ნომერი ... სს „ს. ბ-ის“ ცენტრალურ ფილიალში; კოდი – ...; მისამართი: 0105; საქართველოს რესპუბლიკა, პ-ის ქ.3, S: B. 22) შპს „ა-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) სასასარგებლოდ დაეკისრა 49778 აშშ დოლარისა და 77 ცენტის (ძირითადი ვალის) გადახდა.

შპს „ა-მა“, წარმომადგენელ ა. კ-ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება დასახელებულ ნაწილში.

2013 წლის 4 დეკემბერს, შპს „პ-ვ-ამ“ უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება შპს „ა-ის“ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მათ აქვთ საპირისპირო მოთხოვნა შუამდგომლობის ავტორის მიმართ, კერძოდ, შპს „ა-მს“ მოპასუხეს მისცა წერილობითი გარანტია, რომ მის მიერ შესაბამისი გადახდის გრაფიკის დაცვის შემთხვევაში, მოპასუხეს არ უჩივლებდა საქართველოს უფლებამოსილ ორგანოში. ამასთან, თავად მოპასუხის (შპს „პ-ვ-ას“) მიერ თავისი ვალდებულების შესრულება დაკავშირებული იყო შუამდგომლობის ავტორის (შპს „ა-ის“) მხრიდან საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე. მითითებული გარემოების დასადასტურებლად ავტორმა მოსაზრებას თან დაურთო შპს „ა-ის“ 7.11.2012წ. საგარანტიო წერილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე № 14/172-11) შპს „პ-ვ-ას“ (რეგისტრაციის ადგილი: 0159, საქართველოს რესპუბლიკა, ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ა-ის ქუჩისა და საქართველოს სამხედრო გზის გზაჯვარედინი; საიდენტიფიკაციო კოდი საქართველოს რესპუბლიკაში: ...; საბანკო რეკვიზიტები: ანგარიშის ნომერი ... სს „ს. ბ-ის“ ცენტრალურ ფილიალში; კოდი – ...; მისამართი: 0105; საქართველოს რესპუბლიკა, პ-ის ქ.3, S: B. 22) შპს „ა-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) სასასარგებლოდ დაეკისრა 49778 აშშ დოლარისა და 77 ცენტის (ძირითადი ვალის) გადახდა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 3 დეკემბერს. ამასთან, იგი აღსასრულებლად არ მიქცეულა – 2013 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით მასზე იძულებითი აღსრულების შესახენ ბრძანება არ გაცემულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე № 14/172-11), მოთხოვნილ ნაწილში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე № 14/172-11) იმ ნაწილში, რომლითაც შპს „პ-ვ-ას“ (რეგისტრაციის ადგილი: 0159, საქართველოს რესპუბლიკა, ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ა-ის ქუჩისა და საქართველოს სამხედრო გზის გზაჯვარედინი; საიდენტიფიკაციო კოდი საქართველოს რესპუბლიკაში: ...; საბანკო რეკვიზიტები: ანგარიშის ნომერი ... სს „ს. ბ-ის“ ცენტრალურ ფილიალში; კოდი – ...; მისამართი: 0105; საქართველოს რესპუბლიკა, პ-ის ქ.3, S: B. 22) შპს „ა-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) სასასარგებლოდ დაეკისრა 49778 აშშ დოლარისა და 77 ცენტის (ძირითადი ვალის) გადახდა.

მოპასუხე შპს „პ-ვ-ას“ მოსაზრებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული გვარემოებები არ წარმოადგენენ უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებებს, რამდენადაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებაში მოყვანილი გარემოებები, ვერ გახდება მოცემული განჩინების მსჯელობის საგანი და ვერ განაპირობებს შპს „ა-ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილება, ამიტომ მოპასუხის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „პ-ვ-ას“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ა-ის“ შუამდგომლობა უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე № 14/172-11) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე № 14/172-11) იმ ნაწილში, რომლითაც შპს „პ-ვ-ას“ (რეგისტრაციის ადგილი: 0159, საქართველოს რესპუბლიკა, ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ა-ის ქუჩისა და საქართველოს სამხედრო გზის გზაჯვარედინი; საიდენტიფიკაციო კოდი საქართველოს რესპუბლიკაში: ...; საბანკო რეკვიზიტები: ანგარიშის ნომერი ... სს „ს. ბ-ის“ ცენტრალურ ფილიალში; კოდი ...; მისამართი: 0105; საქართველოს რესპუბლიკა, პ-ის ქ.3, S: B. 22) შპს „ა-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) სასასარგებლოდ დაეკისრა 49778 აშშ დოლარისა და 77 ცენტის (ძირითადი ვალის) გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე