საქმე№ა-1167-შ-30-2014 25 აპრილი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები: ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ას“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 740071,30 აშშ დოლარისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს, სულ 2701987,03 აშშ დოლარის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ღია სააქციო საზოგადოება „ბ-მა“ (გენერალური დირექტორი ს.ვ.შ-ა) და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და ითხოვა დავის მისი დასწრების გარეშე გადაწყვეტა, ასევე დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის“ შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის“ (გენერალური დირექტორი ს.ვ.შ-ა) შუამდგომლობა შპს „ბ-ის“ თანხის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ას“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 740071,30 აშშ დოლარისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს, სულ 2701987,03 აშშ დოლარის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ღია სააქციო საზოგადოება „ბ-მა“ (გენერალური დირექტორი ს.ვ.შ-ა) და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და ითხოვა დავის მისი დასწრების გარეშე გადაწყვეტა, ასევე დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის, ხოლო შპს „ბ-ა“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „ბ-ის“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის“ სასარგებლოდ ძირითადი თანხის - 740071,30 აშშ დოლარისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს, სულ 2701987,03 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების შპს „ბ-ის“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის“ სასარგებლოდ ძირითადი თანხის - 740071,30 აშშ დოლარისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს, სულ 2701987,03 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ბ-ას“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 740071,30 აშშ დოლარისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს, სულ 2701987,03 აშშ დოლარის გადახდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე