Facebook Twitter

საქმე №ა-788-შ-21-2014 7 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ე. ჩ-ი

წარმომადგენელი - მ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ფ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – სენტ-ეტიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სენტ-ეტიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. ფ-ის (დაბადებული … წლის … აპრილს) განცხადება საქართველოს მოქალაქე ე. ჩ-ის (დაბადებული … წლის … მაისს) შვილად აყვანის თაობაზე მიჩნეულ იქნა კანონის შესაბამისად და შვილობილის გვარი განისაზღვრა ფ--ჩ-ით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ჩ-ის წარმომადგენელმა მ. ჩ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლო სხდომა გაიმართა 2013 წლის 23 მაისს, საქმე განხილულ იქნა ამავე წლის 27 ივნისს. საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მხარეები, დასტურდება ასევე, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, 2013 წლის 29 აგვისტოს შევიდა კანონიერ ძალაში.

თავის მხრივ, საქმის მასალებით დადასტურებულია შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესი - შვილად აყვანილი ე. ჩ-ი საქართველოს მოქალაქეა, სენტ-ეტიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემებში, რაც საჭიროებს მარეგისტრირებელ ორგანოში შესაბამის რეგისტრაციას. შუამდგომლობის თანახმად, სამოქალაქო რეესტრის ზეპირი განმარტებით, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისათვის საჭიროა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის განჩინებით ე. ჩ-ის შუამდგომლობა სენტ-ეტიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. ჩ-ის წარმომადგენელ მ. ჩ-ის შუამდგომლობა სენტ-ეტიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სენტ-ეტიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. ფ-ის (დაბადებული … წლის … აპრილს) განცხადება საქართველოს მოქალაქე ე. ჩ-ის (დაბადებული … წლის … მაისს) შვილად აყვანის თაობაზე მიჩნეულ იქნა კანონის შესაბამისად და შვილობილის გვარი განისაზღვრა ფ--ჩ-ით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ჩ-ის წარმომადგენელმა მ. ჩ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლო სხდომა გაიმართა 2013 წლის 23 მაისს, საქმე განხილულ იქნა ამავე წლის 27 ივნისს. საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მხარეები, დასტურდება ასევე, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, 2013 წლის 29 აგვისტოს შევიდა კანონიერ ძალაში.

თავის მხრივ, საქმის მასალებით დადასტურებულია შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესი.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, სენტ-ეტიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჩ-ის წარმომადგენელ მ. ჩ-ის შუამდგომლობა სენტ-ეტიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე სენტ-ეტიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ფ-ის (დაბადებული … წლის … აპრილს) განცხადება საქართველოს მოქალაქე ე. ჩ-ის (დაბადებული … წლის … მაისს) შვილად აყვანის თაობაზე მიჩნეულ იქნა კანონის შესაბამისად და შვილობილის გვარი განისაზღვრა ფ--ჩ-ით.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე