Facebook Twitter

საქმე №ა-810-შ-23-2014 7 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები: 1. ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლო

2. ნ. ა-ო-ი ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – კ. თ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. თ-სა და ზ. ა-ს ნ. ა-ო-ი ბ-ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 90 100 000 ბელორუსული რუბლის, პროცენტის - 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 45 050 000 ბელორუსული რუბლისა და მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი ბაჟის - 2 165 000 ბელორუსული რუბლის, სულ - 137 315 000 ბელორუსული რუბლის ანაზღაურება, ამავე გადაწყვეტილებით კ. თ-სა და ზ. ა-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 4 592 500 ბელორუსული რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონულმა სასამართლომ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება კ. თ-ის სახელმწიფო ბაჟის - 2 296 250 ბელორუსული რუბლის დაკისრების ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს ასევე მომართა შუამდგომლობით ნ. ა-ო-ი ბ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება კ. თ-ის თანხის - 68 657 500 ბელორუსული რუბლის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობაზე თანდართული მასალების შესწავლით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც შუამდგომლობის ავტორები მოითხოვენ, შესულია კანონიერ ძალაში, მოპასუხეები საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ჯეროვნად იყვნენ ინფორმირებული და ჩაბარდათ სასარჩელო განცხადება, თავად გადაწყვეტილებით კი დასტურდება, რომ კ. თ-ა სასამართლო სხდომას ესწრებოდა და სარჩელი ცნო.

საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება ასევე, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე ნაწილობრივ აღსრულებულია, თუმცა 2014 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 68 657 500 ბელორუსულ რუბლს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 2 296 250 ბელორუსული რუბლის ნაწილში არ აღსრულებულა გადაწყვეტილება ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე ირკვევა, რომ მოპასუხე კ.თ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არარსებობამ განაპირობა ბელორუსის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი დადგენილების თანახმად, კ. თ-ა დეპორტირდა საქართველოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლოს და ნ. ა-ო-ი ბ-ის შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის - 2296250 ბელორუსული რუბლისა და დავალიანების - 68657500 ბელორუსული რუბლის კ. თ-ის დაკისრების ნაწილში ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლოს და ნ. ა-ო-ი ბ-ის შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის - 2296250 ბელორუსული რუბლისა და დავალიანების - 68657500 ბელორუსული რუბლის კ. თ-ის დაკისრების ნაწილში ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. თ-სა და ზ. ა-ს ნ. ა-ო-ი ბ-ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 90 100 000 ბელორუსული რუბლის, პროცენტის - 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 45 050 000 ბელორუსული რუბლისა და მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი ბაჟის - 2 165 000 ბელორუსული რუბლის, სულ - 137 315 000 ბელორუსული რუბლის ანაზღაურება, ამავე გადაწყვეტილებით კ. თ-სა და ზ. ა-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 4 592 500 ბელორუსული რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონულმა სასამართლომ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება კ. თ-ის სახელმწიფო ბაჟის - 2 296 250 ბელორუსული რუბლის დაკისრების ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს ასევე მომართა შუამდგომლობით ნ. ა-ო-ი ბ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება კ. თ-ის თანხის - 68 657 500 ბელორუსული რუბლის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობაზე თანდართული მასალების შესწავლით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც შუამდგომლობის ავტორები მოითხოვენ, შესულია კანონიერ ძალაში, მოპასუხეები საქმის განხილვის დროისა და ადგილი თაობაზე ჯეროვნად იყვნენ ინფორმირებული და ჩაბარდათ სასარჩელო განცხადება, თავად გადაწყვეტილებით კი დასტურდება, რომ კ. თ-ა სასამართლო სხდომას ესწრებოდა და სარჩელი ცნო.

საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება ასევე, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე ნაწილობრივ აღსრულებულია, თუმცა 2014 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 68 657 500 ბელორუსულ რუბლს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 2 296 250 ბელორუსული რუბლის ნაწილში არ აღსრულებულა გადაწყვეტილება ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე ირკვევა, რომ მოპასუხე კ.თ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არარსებობამ განაპირობა ბელორუსის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი დადგენილების თანახმად, კ. თ-ა დეპორტირდა საქართველოში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის - 2296250 ბელორუსული რუბლისა და დავალიანების - 68657500 ბელორუსული რუბლის კ. თ-ის დაკისრების ნაწილში ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლოს და ნ. ა-ო-ი ბ-ის შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟისა და დავალიანების დაკისრების ნაწილში ამავე სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის უშაჩის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც კ. თ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 2 296 250 ბელორუსული რუბლის, ხოლო ნ. ა-ო-ი ბ-ის სასარგებლოდ დავალიანების - 68 657 500 ბელორუსული რუბლის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე