საქმე№ა-940-შ-25-2014 25 აპრილი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ. გ-ი
წარმომადგენელი - ლ. ჯ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ოფენბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ოფენბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის (ქალიშვილობის გვარი გ-ი) განცხადების საფუძველზე შეწყდა ესლინგენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 1999 წლის 6 დეკემბერს მხარეთა შორის რეგისტრირებული N488/1999 ქორწინება (გ-ი - გ-ი). ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მოპასუხის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი და სასამართლო ხარჯების გადახდის წესი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოპასუხე ზ. გ-ის წარმომადგენელმა ლ. ჯ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საქმე განხილულია ზეპირის მოსმენით, უდავოა, რომ შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენს წინამდებარე საქმეზე მოპასუხე მხარეს, გადაწყვეტილების თანახმად, ის კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 17 იანვარს. ამასთანავე, მხარემ მიუთითა საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით მომართვის ინტერესი - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უარი განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციაზე, ვიდრე მისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობა არ მოხდება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის თანახმად, ზ. გ-ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით ზ. გ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ზ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის ოფენბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ოფენბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის (ქალიშვილობის გვარი გ-ი) განცხადების საფუძველზე შეწყდა ესლინგენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 1999 წლის 6 დეკემბერს მხარეთა შორის რეგისტრირებული N488/1999 ქორწინება (გ-ი - გ-ი). ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მოპასუხის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი და სასამართლო ხარჯების გადახდის წესი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოპასუხე ზ. გ-ის წარმომადგენელმა ლ. ჯ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საქმე განხილულია ზეპირის მოსმენით, უდავოა, რომ შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენს წინამდებარე საქმეზე მოპასუხე მხარეს, გადაწყვეტილების თანახმად, ის კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 17 იანვარს. ამასთანავე, მხარემ მიუთითა საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით მომართვის ინტერესი - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უარი განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციაზე, ვიდრე მისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობა არ მოხდება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის თანახმად, ზ. გ-ი საქართველოს მოქალაქეა, რაც მოწმობს წინამდებარე დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არსებობას.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ოფენბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის ოფენბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ოფენბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. გ-ის (ქალიშვილობის გვარი გ-ი) განცხადების საფუძველზე შეწყდა ესლინგენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 1999 წლის 6 დეკემბერს მხარეთა შორის რეგისტრირებული N488/1999 ქორწინება (გ-ი - გ-ი). ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მოპასუხის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი და სასამართლო ხარჯების გადახდის წესი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე