№ას-1223-1168-2013 7 მარტი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები - ნ. გ-ე, მ. ბ-ი, ი. ხ-ი, გ. ზ-ე, მ. ბ-ა, ვ. ბ-ა, ს. ო-ი, ა. ნ-ი, ნ. ჩ-ი, ნ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრისა და 6 დეკემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „პ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ა, მ. ხ-ა, ნ. გ-ა, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ. 34-ის“ მიმართ, დავალიანების დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სს „პ. ბ-სა“ და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „გ. 34-ს“ შორის 2007 წლის 14 ივნისს დადებული №8819 იპოთეკის ხელშეკრულების, სს „პ. ბ-სა“ და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „გ. 34-ს“ შორის 2007 წლის 14 ივნისის დადებული №8819/1 იპოთეკის ხელშეკრულებისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „გ. 34-ის“ 2007 წლის 14 ივნისის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ. 34-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ ძირითადი თანხის - 269 604,44 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ. თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ. 34-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ პროცენტის - 49 090,61 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ. თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ. 34-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ ჯარიმის - 880 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ. თ. გ-სა და მ. ხ-ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 780 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ. გ-სა და ლ. ლ-ის - 400 000 აშშ დოლარი; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნეს ცნობილი სს „პ. ბ-სა“ და ამხანაგობა „გ. 34-ის“ თავჯდომარე მ. ხ-ს შორის 2007 წლის 14 ივნისს დადებული №8819 და 8819/1 იპოთეკის ხელშეკრულებები ნ. ა-ის, მ. მ-ის, გ. ზ-ის, მ. ბ-სა და ნ.ა ჩ-ის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-მა, ნ. გ-მა, ლ. ლ-ემ, მ. ბ-მა, მ. მ-მა, მ. ზ-მა და სხვებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. გ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,პ. ბ-ის“ სარჩელი თ. გ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ნ. გ-ს, ლ. ლ-ის, მ. ბ-ის, მ. მ-ის, მ. ზ-სა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სს „პ. ბ-მა“ 2013 წლის 6 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოპასუხეთა უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით წარდგენილი განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შემდეგ უძრავ ქონებას: თბილისი, გ. ქუჩა #30, სართული 4, ბინა 12, კორპუსი 1, ფართი 82,70 კვ.მ, საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე მ. ბ-ი. თბილისი, გ. ქუჩა #30, სართული 7, ბინა 27, კორპუსი 1. ფართი 83.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე მ. ბ-ი. თბილისი, გ. ქუჩა #30, სართული 10, ბინა 32 (მანსარდა), მე-3 კორპუსი, ფართი 127,69 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ... მესაკუთრე მ. ბ-ი. თბილისი, გ. ქუჩა #30, სართული 3, ბინა 9, კორპუსი 3, ფართი 57.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე მ. ბ-ი, თბილისი, გ. ქუჩა #30, სართული 4, ბინა 16, კორპუსი 1. ფართი 54,70 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ი. ხ-ი, თბილისი, გ. ქუჩა #32-34, გ. მე-2 გას.#3. სართული 7, ბინა 17, მე-2 კორპუსი (მანსარდა), ფართი 105.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ზ. მ-ე, თბილისი, გ. ქუჩა #30, სართული 4, ბინა 14, მე-3 კორპუსი, ფართი 73.63 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე გ. ზ-ე, თბილისი, გ. ქუჩა #30, სართული 3, ბინა 8, კორპუსი 3. ფართი 41.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე მ. ბ-ა, თბილისი, ყ-ის ქუჩა #12, (ნაკვეთი #7/12), სართული 2, ბინა 3, ფართი 17.13 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ვ. ბ-ა, თბილისი, გ. ქუჩა #30, სართული 6, ბინა 22, კორპუსი 3. ფართი 150.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ვ. ბ-ა, თბილისი, გ. ქუჩა #32-34, გ. მეორე გას.#3, სართული 2, ბინა 2, კორპუსი 2. ფართი76.40 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ს. ო-ი, თბილისი, გ. ქუჩა #32-34, გ. მეორე გას.#3, სართული 6, ბინა 14, მე-2 კორპუსი, ფართი 116.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე მ. ბ-ი, თბილისი, გ. ქუჩა #30, სართული 2, ბინა 1, კორპუსი 1. ფართი 43.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..., თბილისი, კ-ის ქუჩა #18, სადარბაზო 1, ფართი 21.65 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ... მესაკუთრე ნ. გ-ე, რაიონი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, თ. მ-ის ქუჩა #1, დაზუსტებული ფართობი 723.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336.8 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..., მესაკუთრე ნ. გ-,თბილისი, ქ. წ-ის გამზირი/ბ-ის ქ.50/18, სადარბაზო 3, ბინა 56, სართული 11-12, ბლოგი ,,გ“, ფართი 215.00კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..., მესაკუთრე ნ. ჩ-ი, თბილისი, გ. ქუჩა #30, (მშენებარე), სართული 4, ბინა 11, კორპუსი 1, ფართი 93.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი ... მესაკუთრე ნ. ჩ-ე. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრეს მ. ბ-მა, ი. ხ-მა, ზ. მ-ემ, გ. ზ-ემ, მ. ბ-ამ, ვ. ბ-ამ, ს. ო-ამ, ა. ნ-მა, ნ. ჩ-მა და ნ. ჩ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება და საქმე საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეგზავნა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის 23 მაისს დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,გ. 34“. ამხანაგობის დამფუძნებლები არიან შემდეგი ფიზიკური პირები: მ. ბ-ა, ნ. მ-ე, ვ. ბ-ა, ო. მ-ი, ა. ა-ი, ნ. ა-ი, თ. თ-ა, ი. ო-ა, ე. ო-ი, ს. ო-ა, მ. ბ-ი, ა. კ-ი, რ. ს-ი, მ. ხ-ი, ნ. გ-ე, რ. ა-ე. სს ,,პ. ბ-ის“ მიერ წარდგენილი სასარჩელო განცხადებით დგინდება, რომ ნ. გ-ე დასახელებულია მოპასუხედ. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დავალიანება დაკისრებულია იბა ,,გ. 34-ისათვის“. ამხანაგობა არის ფიზიკურ პირთა გაერთიანება, შესაბამისად, ბ-ის წინაშე ვალდებულებისათვის პასუხისმგებლები არიან დამფუძნებელი წევრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. გ-ის განმარტება, რომ მითითებული გადაწყვეტილებით მას არ დაკისრებია პასუხისმგებლობა ვერ იქნება გაზიარებული. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების ჩამონათვალს, თუმცა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია სარეზოლუციო ნაწილის განმარტების გზით. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე კი ნ. გ-ის არგუმენტები ვერ იქნება გაზიარებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, გააზრებულად გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება ყოველი კონკრეტული დავის სამართლებრივი თავისებურებების გათვალისწინებით და მიმართულია საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შესაწყობად. გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება-არგამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების შეფასება იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამართლებულია. საჩივრის ავტორების პრეტენზია დავის საგნის არაადეკვატური უზრუნველყოფის შესახებ მოკლებულია მტკიცებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და ნ. გ-ის, მ. ბ-ის, ი. ხ-ის, გ. ზ-ის, მ. ბ-ას, ვ. ბ-ას, ს. ო-ის, ა. ნ-ის, ნ. ჩ-სა და ნ. ჩ-ის საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ. 34-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ ძირითადი თანხის - 269 604,44 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ; თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ. 34-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ პროცენტის - 49 090,61 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ; თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ. 34-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ ჯარიმის - 880 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ; თ. გ-სა და მ. ხ-ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 780 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ. გ-სა და ლ. ლ-ის - 400 000 აშშ დოლარი; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს „პ. ბ-სა“ და ამხანაგობა „გ. 34-ის“ თავჯდომარე მ. ხ-ს შორის 2007 წლის 14 ივნისს დადებული №8819 და 8819/1 იპოთეკის ხელშეკრულებები ნ. ა-ის, მ. მ-ის, გ. ზ-ის, მ. ბ-სა და ნ. ჩ-ის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-მა, ნ. გ-მა, ლ. ლ-ემ, მ. ბ-მა, მ. მ-მა, მ. ზ-მა და სხვებმა.
სს „პ. ბ-მა“ 2013 წლის 6 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოპასუხეთა (ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების) უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით წარდგენილი განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო, თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, მე-4 სართულზე, პირველ კორპუსში მდებარე მე-12 ბინას (ფართი 82,70 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე მ. ბ-ი, პირადი ნომერი#...); თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, მე-7 სართულზე, პირველ კორპუსში მდებარე 27-ე ბინას (ფართი 83.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ... მესაკუთრე მ. ბ-ი, პირადი ნომერი #...); თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, მე-10 სართულზე, მესამე კორპუსში მდებარე 32-ე ბინას ((მანსარდა) ფართი 127,69 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ... მესაკუთრე მ. ბ-ი, პირადი ნომერი #...); თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, მე- 3 სართულზე, მე-3 კორპუსში მდებარე მე-9 ბინას (ფართი 57.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე მ. ბ-ი, პირადი ნომერი#...); თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, მე-4 სართულზე, 1 კორპუსში მდებარე მე-16 ბინას (ფართი 54,70 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ი. ხ-ი, პირადი ნომერი#...); თბილისში, გ. ქუჩა №32-34-ში, გ. მე-2 გას.№3-ში, მე-7 სართულზე, მე-2 კორპუსში მდებარე მე-17 ბინას ((მანსარდა), ფართი 105.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ზ. მ-ე, პირადი ნომერი#...); თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, მე-4 სართულზე, მე-3 კორპუსში მდებარე მე-14 ბინას (ფართი 73.63 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე გ. ზ-ე, პირადი ნომერი#...); თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, მე-3 სართულზე, მე-3 კორპუსში მდებარე მე-8 ბინას (ფართი 41.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე მ. ბ-ა, პირადი ნომერი#...); თბილისში, ყ-ის ქუჩა №12-ში, (ნაკვეთი #7/12), მე-2 სართულზე მდებარე მე-3 ბინას (ფართი 17.13 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ვ. ბ-ა, პირადი ნომერი#...); თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, მე-6 სართულზე, მე-3 კორპუსში მდებარე 22-ე ბინას (ფართი 150.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ვ. ბ-ა, პირადი ნომერი#...); თბილისში, გ. ქუჩა №32-34-ში, გ. მეორე გას.№3-ში, მე-2 სართულზე, მე-2 კორპუსში მდებარე მე-2 ბინას (ფართი76.40 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ს. ო-ი, პირადი ნომერი#...); თბილისში, გ. ქუჩა №32-34-ში, გ. მეორე გას.№3-ში, მე-2 კორპუსში, მე-6 სართულზე მდებარე მე-14 ბინას (ფართი 116.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე მ. ბ-ი, პირადი ნომერი#...); თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, მე-2 სართულზე, პირველ კორპუსში მდებარე ბინა №1-ს (ფართი 43.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ა. ნ-ი); თბილისში, კ-ის ქუჩა №18-ში, პირველ სადარბაზოში მდებარე 21.65 კვ.მ ფართს (საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ნ. გ-ე); ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, თ. მ-ის ქუჩა №1-ში მდებარე უძრავ ქონებას (დაზუსტებული ფართობი 723.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336.8 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ... მესაკუთრე ნ. გ-ე); თბილისში, ქ.წ-ის გამზირი/ბ-ის ქ.50/18-ში, მე-3 სადარბაზოში, 11-12-ე სართულზე მდებარე №56-ე ბინას (ბლოგი ,,გ“, ფართი 215.00კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ნ. ჩ-ი); თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, (მშენებარე), მე-4 სართულზე, პირველ კორპუსში მდებარე მე-11 ბინას (ფართი 93.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი .... მესაკუთრე ნ.ი ჩ-ე).
აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრეს მ. ბ-მა, ი. ხ-მა, ზ. მ-ემ, გ. ზ-ემ, მ. ბ-ამ, ვ. ბ-ამ, ს. ო-ამ, ა. ნ-მა, ნ. ჩ-მა და ნ. ჩ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიების სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული უნდა ყოფილიყო სარჩელის მოცულობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს რა სააპელაციო პალატის მოსაზრებას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სამართლებლივ დასაბუთებასაა მოკლებული მ. ბ-ას, ა. ნ-სა და ნ. გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე (თბილისში, ყ-ის ქუჩა №12-ში, (ნაკვეთი #7/12), მე-2 სართულზე მდებარე მე-3 ბინაზე (ფართი 17.13 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ...); თბილისში, კ-ის ქუჩა №18-ში, პირველ სადარბაზოში მდებარე 21.65 კვ.მ ფართზე (საკადასტრო კოდი: ...); ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, თ. მ-ის ქუჩა №1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (დაზუსტებული ფართობი 723.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336.8 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ...) თბილისში, ქ.წ-ის გამზირი/ბ-ის ქ.50/18-ში, მე-3 სადარბაზოში 11-ე-12-ე სართულზე მდებარე 56-ე ბინაზე (ბლოგი ,,გ“, ფართი 215.00 კვ.მ საკადასტრო კოდი: ...), ყადაღის დადება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ შემთხვევაში, წინდაწინ იქმნება იმის ვარაუდი, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. მხარეები თავისუფალი არიან უზრუნველყოფის ღონისძიების არჩევაში, ამასთან ზემოაღნიშნული ნორმა მოვალესა და კრედიტორს საშუალებას აძლევს, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზეც მიაქციოს და სრულად დაიკმაყოფილოს იგი, რა დროსაც, სახეზე უნდა იყოს მხარეთა შეთანხმება.
საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, იპოთეკის №8819 და №8819/1 ხელშეკრულებებით დგინდება, რომ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობა „გ. 34-ის“ საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, გ. ქუჩა №30-ში, გ. ქუჩა №32-34-ში მდებარე უძრავი ქონება. 2007 წლის 18 ივნისისა და 2008 წლის 17 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით დგინდება, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებით. აღნიშნულის საპირისპირო შეთანხმებას ვერც ზემოდასახელებულ იპოთეკის ხელშეკრულებებში ვხვდებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იპოთეკის ხელშეკრულებებში მითითებული ქონებით, რომელიც არ მოიცავს ქ.თბილისში, ყ-ის ქ.№12-ში, კ-ის ქუჩა №18-ში, ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში თ. მ-ის ქუჩა №1-სა და ქ.თბილისში, ქ.წ-ის გამზირი/ბ-ის ქ.№50/18-ში მდებარე უძრავ ქონებებს.
რაც შეეხება, საჩივრის ავტორების მოსაზრებას ზ. მ-ის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით დაყადაღებული ქონების სიიდან ზ.მ-ის კუთვნილი ქონება ამოირიცხა, რაც გამორიცხავს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლო მსჯელობის შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება,რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო დანარჩენ ნაწილში, იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განცხადების დასაბუთების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო, აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება პოტენციურად აღსრულებადს ხდის გადაწყვეტილებას და მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედებებით განპირობებული დაბრკოლებების თავიდან აცილებას ემსახურება. უზრუნველყოფის აღნიშნული ბერკეტების გამოყენებით მოსარჩელე დაცულია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მის აღსრულებაზე მოქმედი ობიექტური რისკფაქტორებისაგან.
სსკ-ის 191-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ შესაბამის გარემოებებზე მითითებით, გადაწყვეტილების აღსრულების მოსალოდნელი გართულების ან შეუძლებლობის ვარაუდიც კი წარმოადგენს ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „გ. 34“ სს „პ. ბ-ის“ მოვალეს წარმოადგენს, რომელსაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. აქედან გამომდინარე, განმცხადებლის ეჭვი და სასამართლოს ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობამ შესაძლოა, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გაართულოს საფუძვლიანია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორებმა, წარდგენილ საჩივარში ვერ მიუთითეს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რაც დაასაბუთებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უკანონობას, გარდა იმ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით, რომელთაც წინამდებარე განჩინებით მოეხსნა ყადაღა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესი, რადგან, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა სს „პ. ბ-ის“ უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. გ-ის, მ. ბ-ის, ი. ხ-ის, გ. ზ-ის, მ. ბ-ას, ვ. ბ-ას, ს. ო-ის, ა. ნ-ის, ნ. ჩ-სა და ნ. ჩ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება მ. ბ-ას, ა. ნ-სა და ნ. გ-ის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში.
ყადაღისაგან გათავისუფლდეს, ქ.თბილისში ყ-ის ქუჩა №12-ში (ნაკვეთი №7/12), მეორე სართულზე მდებარე 17,13 კვ.მ მე-3 ბინა საკადასტრო კოდი: ...; ქ.თბილისში, კ-ის ქუჩა №18-ში, პირველი სადარბაზოში მდებარე 21,65 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი: ...; ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, თ. მ-ის ქუჩა №1-ში (დაზუსტებული ფართობი 723,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336,8 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: ...; ქ.თბილისში, ქ.წ-ის გამზირი/ბ-ის ქ.50/18-ში, მესამე სადარბაზოში, 11-12 სართულზე მდებარე 56-ე ბინა (ბლოგი „გ“, ფართი 215,00 კვ.მ) საკადასტრო კოდი: ....
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრისა და 6 დეკემბრის განჩინებები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ბ. ალავიძე