Facebook Twitter

№ა-1546-გან-2-2014 23 მაისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი – ქ. ტ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე მ. ბ-ის შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი (მოპასუხე ქ. ტ-სა და ს. ა-ის სარჩელზე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

განსამარტი გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – საკუთრების მინდობის შესახებ სანოტარო აქტისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა (ქ. ტ-ის სარჩელის მიხედვით), საკუთრების მინდობის შესახებ სანოტარო აქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ს. ა-ის სარჩელის მიხედვით), ანდერძების ბათილად ცნობა (მ. ბ-ის სარჩელის მიხედვით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ტ-ემ მ. ბ-სა და ნოტარიუს ქ. ჩ-ის მიმართ წარდგენილი სარჩელით მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საკუთრების მინდობის შესახებ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტი, რომლითაც გ. ხ-მა მ. ბ-ს მინიჭა კუთვნილი მოძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება, 2) ბათილად იქნეს ცნობილი 2009 წლის 16 აპრილის მინდობილობის საფუძველზე მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 22 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, 3. გამოთხოვილ იქნეს მ. ბ-ის მფლობელობიდან გ. ხ-ის სამკვიდრო მასაში შემავალი მოძრავი ნივთები, რომლებით ანდერძით გადაეცა ქ. ტ-ეს (ტომი 1, ს.ფ. 144-157).

ს. ა-მა მ. ბ-სა და ნოტარიუს ქ. ჩ-ის მიმართ წარდგენილი სარჩელით მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საკუთრების მინდობის შესახებ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტი, რომლითაც გ. ხ-მა მ. ბ-ს მინიჭა კუთვნილი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება, 2) ბათილად იქნეს ცნობილი 2009 წლის 16 აპრილის მინდობილობის საფუძველზე მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 22 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 2-12).

ქ. ტ-სა და ს. ა-ის სარჩელები მ. ბ-მა არ ცნო და მათ მიმართ წარადგინა შეგებებული სარჩელები, რომლებითაც მოითხოვა გ. ხ-ის მიერ 2009 წლის 21 აპრილს შედგენილი ანდერძების ბათილად ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 247-260, ტომი 2, ს.ფ. 86-98).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა არცერთი მხარის სასარჩელო მოთხოვნები (ტომი 3, ს.ფ. 81-89).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ტ-ემ, ს. ა-მა და მ. ბ-მა (ტომი 3, ს.ფ. 103-117, ტომი 4, ს.ფ. 53-63).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. ტ-სა და ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი, ასევე მ. ბ-ის შეგებებული სააპელაციო და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება შემდეგი სახით: ქ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი გ. ხ-სა (წარმომადგენელი 2009 წლის 16 აპრილის საკუთრების მინდობის სანოტარო აქტით – მ. ბ-ი) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №...) და გ. ხ-ის დანაშთი მოძრავი ნივთები გამოთხოვილ იქნა მ. ბ-ის მფლობელობიდან ანდერძისმიერი მემკვიდრის – ქ. ტ-ის სასარგებლოდ, ს. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი გ. ხ-სა (წარმომადგენელი 2009 წლის 16 აპრილის საკუთრების მინდობის სანოტარო აქტით – მ. ბ-ი) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული უძრავი ქონების (მდებარე თბილისში, ჭ-ის ქ.№4, ბინა №7) ნასყიდობის ხელშეკრულება, არ დაკმაყოფილდა ს. ა-სა და ქ. ტ-ის სარჩელები 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ისევე როგორც არ დაკმაყოფილდა მ. ბ-ის შეგებებული სარჩელები გ. ხ-ის 2009 წლის 21 აპრილის ანდერძების ბათილად ცნობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა და ქ. ჩ-ემ, მოითხოვეს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ქ. ტ-სა და ს. ა-ის სარჩელების დაკმაყოფილებისა და მ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ქ. ტ-სა და ს. ა-ის სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 4, ს.ფ. 140-156).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. ტ-ის სარჩელი გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის N...) ბათილად ცნობისა და მ. ბ-ის მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე (მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები), ასევე ს. ა-ის სარჩელი გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული უძრავი ქონების (საკადასტრო ნომერი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე (მე-6 და მე-7 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. ტ-ის სარჩელი გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის N...) ბათილად ცნობისა და მ. ბ-ის მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ს. ა-ის სარჩელი გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული უძრავი ქონების (საკადასტრო ნომერი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2014 წლის 13 მაისს ქ. ტ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა. მისი მითითებით, ნოტარიუსს მიმართა სამკვიდროს მიღების მიზნით, მაგრამ ნოტარიუსმა განუმარტა, რომ ვინაიდან გადაწყვეტილებაში დაკონკრეტებული არ არის, რა ქონება უნდა გადაეცეს მ. ბ-ს, დანარჩენ ქონებაზე ქ. ტ-ე მემკვიდრედ ცნობილი ვერ იქნება. დავის საგანი იყო მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებული მოძრავი ქონება - ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და არა გ. ხ-ის კუთვნილი მთლიანი ქონება. ამ გერემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს განიმარტოს, მ. ბ-ს რა ქონება მიეკუთვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას, ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობები.

განმცხადებელი გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობას იმ საფუძვლით ასაბუთებს, რომ ნოტარიუსი, რომელსაც სამკვიდროს მიღების მიზნით მიმართა, უარს ეუბნება სანოტარო მოქმედების განხორციელებაზე, იმ მიზეზით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ ირკვევა, რა ქონება მიეკუთვნა მ. ბ-ს. გადაწყვეტილკება კი, უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებულ ქონებაზე და არა გ. ხ-ის კუთვნილ მოძრავ ქონებაზე მთლიანად.

გადაწყვეტილების განმარტების სავალდებული პირობაა, რომ გადაწყვეტილების განმარტება ხელს უნდა უწყობდეს მის აღსრულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ტ-ის სარჩელი გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის N...) ბათილად ცნობისა და მ. ბ-ის მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ს. ა-ის სარჩელი გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული უძრავი ქონების (საკადასტრო ნომერი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ასევე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებელია, თუ მისი სარეზოლუციო ნაწილიდან გამომდინარეობს გარკვეული ქმდების შესრულების ან ამგვარი ქმედებისგან თავის შეკავების ვალდებულება, უფლების ან/და ფაქტის აღიარება, უფლების რეგისტრაციის ვალდებულება და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, ქ. ტ-სა და ს. ა-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სადავო ხელშეკრულებები, ამდენად, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით არ შეცვლილა ის უფლებრივი მდგომარეობა, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე არსებობდა, რაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში აღსასრულებელი არაფერია და ქ. ტ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუცო ნაწილი არ არის ბუნდოვანი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვნად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუ ვერ ირკვევა კონკრეტულად რა საკითხზე და რა ფარგლებში მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, შეუძლებელია უფლების, ქონების ან ამ უფლების მატარებელი პირის დადგენა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. ტ-ის სარჩელი გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის N...) ბათილად ცნობისა და მ. ბ-ის მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე (მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები), ასევე ს. ა-ის სარჩელი გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული უძრავი ქონების (საკადასტრო ნომერი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე (მე-6 და მე-7 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. ტ-ის სარჩელი გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის N...) ბათილად ცნობისა და მ. ბ-ის მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ს. ა-ის სარჩელი გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული უძრავი ქონების (საკადასტრო ნომერი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით (რეესტრში რეგისტრაციის N...) განსაზღვრულ მოძრავ ქონებაზე (გ. ხ-ის მიერ შესრულებულ და მის საკუთრებაში არსებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებზე სრულად), ასევე გ. ხ-სა (წარმოდგენილი მ. ბ-ის მიერ 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის საფუძველზე) და მ. ბ-ს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ უძრავი ქონებაზე (საკადასტრო ნომერი ...). შეუძლებელია, გადაწყვეტილება გავრცელდეს გ. ხ-ის სამკვიდროში შემავალ სხვა ქონებაზე (რაც დავის საგანი არც ყოფილა და არც გადაწყვეტილებაშია სადმე მითითებული). ამ გადაწყვეტილების სხვაგვარი განმარტება ყოველგავრ სამართლებრივ საფუძველსა და, უბრალოდ, საღ აზრსაა მოკლებული. ის გარემოება, რომ კონკრეტულ ნოტარიუსს არასწორად ესმის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, ამ გადაწყვეტილების ბუნდოვანებას არ ადასტურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქ. ტ-ის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 262-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ტ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე