№ა-1045-შ-27-2014 14 მაისი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - მ. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ს. უ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას მეორე საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას მეორე საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სამსუნის გუბერნია, ბ-ას რაიონი, გ-ის უბანი, ტომი 58, რიგი 35 საოჯახო რიგ 189-ში რეგისტრირებული თ. და ი. შვილი ... წელს დაბადებული ს. უ-ი და საქართველოს მოქალაქე მ. მ-ა განქორწინდნენ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. მ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 28 თებერვალს და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალების და თვლის, რომ მ. მ-ას შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას მეორე საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას მეორე საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სამსუნის გუბერნია, ბ-ას რაიონი, გ-ის უბანი, ტომი 58, რიგი 35 საოჯახო რიგ 189-ში რეგისტრირებული თ. და ი.შვილი ... წელს დაბადებული ს. უ-ი და საქართველოს მოქალაქე მ. მ-ა განქორწინდნენ.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას მეორე საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის გაზიოსმანფაშას მეორე საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც სამსუნის გუბერნია, ბ-ს რაიონი, გ-ის უბანი, ტომი 58, რიგი 35 საოჯახო რიგ 189-ში რეგისტრირებული თ. და ი. შვილი ... წელს დაბადებული ს. უ-ი და საქართველოს მოქალაქე მ. მ-ა განქორწინდნენ;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე