საქმე№ა-1136-შ-29-2014 13 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ. შ-ი
გადაწყვეტილება (განჩინება), რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ქ.ფრანკენთალის (პფალცი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება (საბოლოო განჩინება)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ქ.ფრანკენთალის (პფალცი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით (საბოლოო განჩინებით) 2007 წლის 4 ივლისს გერმანიის ფრანკენთალის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული Nr.63/2007 ქორწინება მ. მ. შ-სა და თ. შ-ს (დაბადების გვარი გ-ა) შორის გაუქმდა, ამასთან, დადგინდა, რომ მხარეებს სასამართლო პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. გ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად, იგი კანონიერ ძალაში შევიდა, ირკვევა, რომ მხარეები საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ, ქორწინების რეესტრის ამონაწერის თანახმად, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, თავად გადაწყვეტილებითა და შუამდგომლობაზე დართული თ.გ-ას პასპორტის ასლის შესწავლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა, ამასთანავე, მითითებულია მხარის იურიდიული ინტერესიც - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეგისტრაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით თ. გ-ას შუამდგომლობა გერმანიის ქ.ფრანკენთალის (პფალცი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების (საბოლოო განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. გ-ას შუამდგომლობა გერმანიის ქ.ფრანკენთალის (პფალცი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების (საბოლოო განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ქ.ფრანკენთალის (პფალცი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით (საბოლოო განჩინებით) 2007 წლის 4 ივლისს გერმანიის ფრანკენთალის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული Nr.63/2007 ქორწინება მ. მ. შ-სა და თ. შ-ს (დაბადების გვარი გ-ა) შორის გაუქმდა, ამასთან, დადგინდა, რომ მხარეებს სასამართლო პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. გ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად, იგი კანონიერ ძალაში შევიდა, ირკვევა, რომ მხარეები საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ, ქორწინების რეესტრის ამონაწერის თანახმად, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, თავად გადაწყვეტილებითა და შუამდგომლობაზე დართული თ.გ-ას პასპორტის ასლის შესწავლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა, ამასთანავე, მითითებულია მხარის იურიდიული ინტერესიც - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეგისტრაცია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ქ.ფრანკენთალის (პფალცი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება (საბოლოო განჩინება) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ას შუამდგომლობა გერმანიის ქ.ფრანკენთალის (პფალცი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების (საბოლოო განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ.ფრანკენთალის (პფალცი) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება (საბოლოო განჩინება), რომლითაც 2007 წლის 4 ივლისს გერმანიის ფრანკენთალის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული Nr.63/2007 ქორწინება მ. მ. შ-სა და თ. შ-ს (დაბადების გვარი გ-ა) შორის გაუქმდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე