№ა-1176-შ-31-2014 16 მაისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ნ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა. დ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - უკრაინის ქ. კიევის გოლოსიივსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ქ. კიევის გოლოსიივსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ა. ძე დ-სა და ნ. დ-ეს შორის 2008 წლის 11 სექტემბრის ქ. კიევის ქორწინების რეგისტრაციის ცენტრალური განყოფილების მიერ N2864 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. დ-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 06.03.2012 წლიდან და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. დ-ის შუამდგომლობა უკრაინის ქ. კიევის გოლოსიივსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის ქ. კიევის გოლოსიივსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ა. ძე დ-სა და ნ. დ-ეს შორის 2008 წლის 11 სექტემბრის ქ. კიევის ქორწინების რეგისტრაციის ცენტრალური განყოფილების მიერ N2864 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის ქ. კიევის გოლოსიივსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. უკრაინის ქ. კიევის გოლოსიივსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ა. ა. ძე დ-სა და ნ. დ-ეს შორის 2008 წლის 11 სექტემბრის ქ. კიევის ქორწინების რეგისტრაციის ცენტრალური განყოფილების მიერ N2864 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე