საქმე №ა-119-შ-4-2014 19 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. შ-რ (ქორწინებამდელი გვარი ჭ-ე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. შ-რ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 10.12.2005 წელს მანჰაიმის მმაჩის ბიუროს თანამშრომელთა წინაშე დაქორწინებული წყვილი განქორწინდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. შ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით ნ. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 10.12.2005 წელს მანჰაიმის მმაჩის ბიუროს თანამშრომელთა წინაშე დაქორწინებული წყვილი განქორწინდა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული 2010 წლის 21 ოქტომბრიდან. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. ნ. შ-ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
გერმანიის ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 10.12.2005 წელს მანჰაიმის მმაჩის ბიუროს თანამშრომელთა წინაშე დაქორწინებული წყვილი - ნ. შ-რ (ქორწინებამდელი გვარი ჭ-ე) და რ. შ-რ განქორწინდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე