Facebook Twitter

საქმე№ა-1269-შ-35-2014 13 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ- ნ. ბ-ნ

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ქ.აისლებენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ქ.აისლებენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენით 2006 წლის 12 ოქტომბერს დანიის ქალაქ ტონდერის მმაჩის ბიუროში (5471/2006 ნომერით) რეგისტრირებული მ. ვ-სა და ჰ- ნ. ბ-ის ოჯახური კავშირი ჩაითვალა გაყრილად, განაჩენით მხარეთა შორის ფინანსური ანგარიშსწორება არ შემდგარა, ხოლო საპროცესო ხარჯები განაწილდა თანაბრად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ვ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო განაჩენის თანახმად, ის კანონიერ ძალაშია შესული, თავად განაჩენით, ასევე შუამდგომლობის ავტორის პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, მ.ვ-ი საქართველოს მოქალაქეა, ირკვევა ასევე, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე და მან თანხმობა განაცხადა განქორწინების განაცხადზე, ხოლო მხარის განმარტებითვე დასტურდება, რომ განაჩენი, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე, აღსრულებულია, ამასთანავე, მ.ვ-მა მიუთითა შუამდგომლობის აღძვრის იურიდიულ ინტერესზეც - განქორწინების საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით მ. ვ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.აისლებენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ვ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.აისლებენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის ქ.აისლებენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენით 2006 წლის 12 ოქტომბერს დანიის ქალაქ ტონდერის მმაჩის ბიუროში (5471/2006 ნომერით) რეგისტრირებული მ. ვ-სა და ჰ- ნ. ბ-ის ოჯახური კავშირი ჩაითვალა გაყრილად, განაჩენით მხარეთა შორის ფინანსური ანგარიშსწორება არ შემდგარა, ხოლო საპროცესო ხარჯები განაწილდა თანაბრად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ვ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო განაჩენის თანახმად, ის კანონიერ ძალაშია შესული, თავად განაჩენით, ასევე შუამდგომლობის ავტორის პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, მ.ვ-ი საქართველოს მოქალაქეა, ირკვევა ასევე, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე და მან თანხმობა განაცხადა განქორწინების განაცხადზე, ხოლო მხარის განმარტებითვე დასტურდება, რომ განაჩენი, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე, აღსრულებულია, ამასთანავე, მ.ვ-მა მიუთითა შუამდგომლობის აღძვრის იურიდიულ ინტერესზეც - განქორწინების საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ქ.აისლებენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ვ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.აისლებენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ.აისლებენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც 2006 წლის 12 ოქტომბერს დანიის ქალაქ ტონდერის მმაჩის ბიუროში (5471/2006 ნომერით) რეგისტრირებული მ. ვ-სა და ჰ- ნ. ბ-ის ოჯახური კავშირი ჩაითვალა გაყრილად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე