საქმე №ა-1376-შ-44-2014 21 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფ. კ-ი
წარმომადგენელი - გ. ვ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საფრანგეთის სტრასბურგის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საფრანგეთის სტრასბურგის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფ. კ-ი და ა. გ-ი (მეუღლის გვარი კ-ი) განქორწინდნენ, რომელთა ქორწინება რეგისტრირებული იყო საქართველოში 2009 წლის 19 თებერვალს, ხოლო ჩანაწერი შესრულებული იყო ქ.თბილისში, საფრანგეთის საელჩოში 2009 წლის 20 თებერვალს, განისაზღვრა ქონების ლიკვიდაცია 2009 წლის 21 სექტემბრიდან, ასევე დადგინდა მშობელთა უფლებები ... წლის ... აგვისტოს დაბადებული შვილის - ჟა.გ-ის მიმართ და ბავშვის საცხოვრებლად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ა. გ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ. კ-ის წარმომადგენელმა გ. ვ-ამ და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ საფუძვლით, რომ განქორწინების ფაქტის რეგისტრაცია ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობის გარეშე.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საქმის განხილვის თაობაზე მხარეები ინფორმირებული იყვნენ, ქორწინების აქტის აპოსტილით დამოწმებული ასლის თანახმად კი, გადაწყვეტილება აღსრულებულია საფრანგეთის ტერიტორიაზე, ასევე ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით ფ. კ-ის შუამდგომლობა საფრანგეთის სტრასბურგის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ფ. კ-ის შუამდგომლობა საფრანგეთის სტრასბურგის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საფრანგეთის სტრასბურგის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფ. კ-ი და ა. გ-ი (მეუღლის გვარი კ-ი) განქორწინდნენ, რომელთა ქორწინება რეგისტრირებული იყო საქართველოში 2009 წლის 19 თებერვალს, ხოლო ჩანაწერი შესრულებული იყო ქ.თბილისში, საფრანგეთის საელჩოში 2009 წლის 20 თებერვალს, განისაზღვრა ქონების ლიკვიდაცია 2009 წლის 21 სექტემბრიდან, ასევე დადგინდა მშობელთა უფლებები ... წლის ... აგვისტოს დაბადებული შვილის - ჟ. გ-ის მიმართ და ბავშვის საცხოვრებლად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ა. გ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ. კ-ის წარმომადგენელმა გ. ვ-ამ და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ საფუძვლით, რომ განქორწინების ფაქტის რეგისტრაცია ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობის გარეშე.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საქმის განხილვის თაობაზე მხარეები ინფორმირებული იყვნენ, ქორწინების აქტის აპოსტილით დამოწმებული ასლის თანახმად კი, გადაწყვეტილება აღსრულებულია საფრანგეთის ტერიტორიაზე, ასევე ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საფრანგეთის სტრასბურგის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. კ-ის შუამდგომლობა საფრანგეთის სტრასბურგის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის სტრასბურგის მაღალი ინსტანციის სასამართლოს მე-2 სამოქალაქო პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. კ-ი და ა. გ-ი (მეუღლის გვარი კ-ი) განქორწინდნენ.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე