Facebook Twitter

საქმე №ა-26-შ-1-2014 19 მაისი, 2014 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ო. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ბ. ქ-თ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - თურქეთის რესპუბლიკის ქ. ადანას საოჯახო საქმეების სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თურქეთის რესპუბლიკის ქ. ადანას საოჯახო საქმეების სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ადანის პროვინცია, ჯაეჰანის ოლქი, სოფელი თ-ი 440 სახლი, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ა. ა-სა და ჰ. ვაჟი ... წელს დაბადებული ... პირადი ნომრის მქონე მოსარჩელე ი. ბ. ქ-თ და საქართველოს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე ო. ბ-ი თურქეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 166/1 მუხლის თანახმად განქორწინდნენ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ო. ბ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით ო. ბ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ადანას საოჯახო საქმეების სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ო. ბ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ადანას საოჯახო საქმეების სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თურქეთის რესპუბლიკის ქ. ადანას საოჯახო საქმეების სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ადანის პროვინცია, ჯაეჰანის ოლქი, სოფელი თ-ი 440 სახლი, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ა. ა-სა და ჰ. ვაჟი ... წელს დაბადებული ... პირადი ნომრის მქონე მოსარჩელე ი. ბ. ქ-თ და საქართველოს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე ო. ბ-ი თურქეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 166/1 მუხლის თანახმად განქორწინდნენ.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შუამდგომლობის ავტორის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

თურქეთის რესპუბლიკის ქ. ადანას საოჯახო საქმეების სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ბ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ადანას საოჯახო საქმეების სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ქ. ადანას საოჯახო საქმეების სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ადანის პროვინცია, ჯაეჰანის ოლქი, სოფელი თ-ი 440 სახლი, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ა. ა-სა და ჰ. ვაჟი ... წელს დაბადებული ... პირადი ნომრის მქონე მოსარჩელე ი. ბ. ქ-თ და საქართველოს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე ო. ბ-ი თურქეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 166/1 მუხლის თანახმად განქორწინდნენ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე